x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
II მსოფლიო ომში გერმანიის მარცხის მთავარი მიზეზები

«Veni, vidi, vici» (ლათ. მივედი, ვნახე, გავიმარჯვე) — სწორედ ასეთი იყო ადოლფ ჰიტლერის და მისი არმიის პრინციპი, ომის დაწყების წინ... და ნახევარ ევროპაში ამან გაამართლა კიდეც. თუმცა საბჭოთა კავშირთან დაკავშირებით, პრობლემები გაჩნდა... რა არ გაითვალისწინა ჰიტლერმა, როდესაც «ბარბაროსას» გეგმას ადგენდა? ან ჰქონდა კი, ომის მოგების შანსი, გეგმა სრულყოფილი რომ ყოფილიყო?


image


ბარბაროსას გეგმას ფიურერმა 1940 წლის ბოლოს მოაწერა ხელი და მისი მთავარი არსი წითელი არმიის ელვის სისწრაფით დამარცხებაში მდგომარეობდა. მისი მიხედვით, გერმანელი ჯარისკაცები მოსკოვში სამ, მაქსიმუმ 4 თვეში უნდა ყოფილიყვნენ...

რა თქმა უნდა, სსრ კავშირის დაპყრობის გეგმის შედგენის მომენტისთვის, ჰიტლერს ზურგს უკან, ბევრი წარმატებული სამხედრო ოპერაცია ჰქონდა და შეიძლება, სწორედ ეს იყო მისი თავდაჯერებულობის მიზეზი, ან იქნებ ის, რომ გერმანელებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს წითელი არმიის და მთლიანად, საბჭოთა ხალხის შესაძლებლობა?..
ელვისებური გეგმის მიხედვით, სამხედრო შეტევა სამი ძირითადი ქალაქის — ლენინგრადის, მოსკოვის და კიევის მიმართულებით უნდა განხორციელებულიყო, რომელშიც მონაწილეობა 180 დივიზიას და 20-მდე ბრიგადას უნდა მიეღო. საერთო ჯამში, ეს დაახლოებით, 5 მლნ. ადამიანი იყო. გერმანელების გამოთვლით, ამ მიმართულებებზე, სსრ კავშირს 3 მლნ-მდე ჯარისკაცი უნდა ჰყოლოდა. თუმცა, მათი პირველივე შეტევები მარცხით დასრულდა და ცხადი გახდა, რომ «ბარბაროსამ» არ გაამართლა და გერმანელების გეგმამ, რომლის მიხედვით, სამრეწველო ცენტრებიდან მოსკოვის მოწყვეტა უნდა მომხდარიყო, კრახი განიცადა — საბჭოთა ხელისუფლებამ შეძლო საწარმოების ევაკუირება, რომლებიც ფრონტისთვის აუცილებელ პროდუქციას უშვებდნენ. გარდა ამისა, ბევრი ქარხანა, თუ ფაბრიკა, სადაც ტექნიკური აღჭურვილობა საშუალებას იძლეოდა, სამხედრო წარმოებად გადააკეთეს და თავდაცვის უწყებას დაექვემდებარა.

imageომი დაწყებისთანავე გაჭიანურდა, რასაც მესამე რაიხი ნამდვილად არ ელოდა და რისთვისაც მზად არ იყო — ზამთრის პირობებში, გერმანელების ტექნიკური აღჭურვილობა არ ამართლებდა და თავად ჯარისკაცებიც იყინებოდნენ, რადგან მათი ეკიპირება, მკაცრი ზამთრისთვის, ნამდვილად არ იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, იმ დროისთვის, მესამე რაიხს არმიის გაძლიერების ეკონომიკური შესაძლებლობაც არა ჰქონდა.
ჰიტლერს ბევრი ფაქტი თავიდანვე კარნახობდა, რომ გეგმა რომელიც ამბიციური იყო და მას ასე მოსწონდა, არც ისე წარმატებული უნდა ყოფილიყო. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდის დონეზე იყო და ის თავის ჩანაფიქრზე უარის თქმას არ აპირებდა.
«ბარბაროსას» გეგმაზე გენერალი ფრიდრიხ პაულიუსი მუშაობდა, ხოლო სახელი მას, გერმანელი მეფის (ფრიდრიხ I ბარბაროსა (1122–1190 წწ)) პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც ისტორიაში, უშიშარი მეომრის და წარმატებული წინამძღოლის სახელით შევიდა. ერთ დროს, მას თითქმის ნახევარი ევროპა ემორჩილებოდა. ირონიულია, რომ ფელდმარშლებიდან, სწორედ გეგმაზე მომუშავე პაულიუსი იყო პირველი, ვინც ტყვედ ჩაბარდა — ეს სტალინგრადთან ბრძოლის დროს მოხდა.

ჩავარდნის მიუხედავად, დოკუმენტს გარკვეული ისტორიული მნიშვნელობა აქვს და სამხედრო ექსპერტებმა, მისი დეტალური შესწავლის შემდეგ, დაადგინეს, თუ რატომ მოხდა, რომ ჰიტლერის მხრიდან, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მისი შესრულება ვერ მოხდა. სსრ კავშირის წინააღმდეგ ოპერაციის დაგეგმვის წინ, გერმანელებმა მოწინააღმდეგე მხარის მხოლოდ სამხედრო პოტენციალი კი არა, ქვეყნის მენტალობაც კი შეისწავლეს, რომ დაპყრობის შემდეგ, მოსახლეობაზე ზეწოლა მოეხდინათ. თუმცა, საბჭოთა ხალხი და გერმანელები ძალიან განსხვავდებოდნენ და გერმანელები, საკუთარი პედანტურობის მიუხედავად, სავარაუდოდ, ამ საკითხებში ბოლომდე ვერ გაერკვნენ. გარდა ამისა, მათ საიმედო ინფორმაცია ვერ ექნებოდათ, ქვეყნის მობილიზაციის და ტექნიკური პოტენციალის შესახებ.
სსრ კავშირის დაპყრობის გეგმაზე მუშაობა, ჰიტლერის შესაბამისი განკარგულებით, 1940 წლის ზაფხულში დაიწყეს. თუმცა, ფიურერის თავში ეს იდეა უკვე დიდი ხნის მომწიფებული იყო — არსებობს 20-იანი წლების დოკუმენტი, რომელშიც ჰიტლერი ამის შესახებ წერდა.

1938-39 წლებში, გერმანიამ ჩეხოსლოვაკიის ანექსია მოახდინა და ამის წყალობით საკუთარი საომარი პოტენციალი გააძლიერა, შემდეგ ჯერი პოლონეთზე დადგა... ხოლო, შემდეგ — ნახევარი ევროპა დაიპყრო. დანიის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის და ბელგიის აღებისთვის, ჰიტლერის ჯარისკაცებს სულ რამდენიმე დღე დასჭირდათ. ფიურერის ინტერესები აღმოსავლეთისკენ მიდიოდა და გენერლები ამბობდნენ, რომ სსრ კავშირთან ომის დაწყება, მათ უკვე 1940 წელს შეეძლოთ. მაგრამ, ჰიტლერი არ ჩქარობდა, მას ჯერ სსრ კავშირის საზღვართან თავისი ჯარების მობილიზება უნდოდა.

imageსაბჭოეთის წინააღმდეგ წარმოებული ოპერაციის მთავარი უპირატესობა სისწრაფე და გამანადგურებელი ქმედება უნდა ყოფილიყო, ისე, როგორც ნებისმიერი ბლიცკრიგის დროს — ძლიერი დარტყმას საბჭოთა არმია უნდა დაემარცხებინა, ისე როგორც ეს აღმ. ევროპის ქვეყნებში მოხდა. ვერმახტის ხელმძღვანელობა, ომის დაწყებამდე, მოსკოვის დეზინფორმირებას ცდილობდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ნაციზმი პლანეტაზე დიდი ნაბიჯებით დადიოდა, ამის გაკეთება და სტალინის იმაში დარწმუნება, რომ გერმანია სსრ კავშირზე თავდასხმას არ გეგმავდა, არც ისე მარტივი იყო...სსრ კავშირის დასაპყრობად, სამხედრო სარდლობამ, საყვარელი ფიურერისთვის 12 გეგმა მოამზადა. თუმცა, წარუმატებლობის შემთხვევაში, სათადარიგო გეგმა არცერთს არ ჰქონდა.

1941 წელს საბჭოთა კავშირის საზღვართან უკვე 4 მლნ-მდე გერმანელი ჯარისკაცი იყო კონცენტრირებული და მათი რიცხვითი უპირატესობა, საბჭოთა ჯართან შედარებით, დაახლოებით, ერთ ნახევარჯერ დიდი იყო. გარდა ამისა, მათ სამხედრო გამოცდილებაც ჰქონდათ... სსრ კავშირმა კი, საზღვრები ბალტიისპირეთში და უკრაინაში გაამაგრა, ბელარუსში კი — არა, რამაც ქვეყანა ნეგატიურ შედეგებამდე მიიყვანა.
აღმოსავლეთის ფრონტის გარღვევის შემდეგ, გერმანელები ლენინგრადამდე მივიდნენ, მაგრამ ვერ აიღეს. ჩავარდა ყირიმის აღების გეგმაც... და მაშინ, ჰიტლერმა ძირითადი ძალები მოსკოვისკენ მიმართა. იმავე წლის ზაფხულში უკვე ცნობილი გახდა, რომ «ბარბაროსას» გეგმას სულ ტყუილად არა ჰქონდა სარეზერვო გეგმა... აგვისტოს ბოლომდე გერმანელები მოსკოვამდე მისვლას გეგმავდნენ, შემოდგომაზე ვოლგაზე გადასვლას და ამიერკავკასიაში ჩამოსვლას. თუმცა, ჩანაფიქრის უმრავლესობა, მხოლოდ გეგმის სახით, ფურცელზე დარჩა, რადგან უკვე 1941 წლის შემოდგომაზე, წითელი არმია კონტრშეტევაზე გადავიდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფიურერის, საბჭოთა კავშირზე თავდასხმის გეგმას, გერმანული სამხედრო სარდლობის ყველა წევრი არ უჭერდა მხარს. ხოლო, თანამედროვე ექსპერტები ჰიტლერის ყველაზე დიდ შეცდომად, მის გერმანული ბლიცკრიგის უნივერსალურობის რწმენას თვლიან. ის დარწმუნებული იყო, რომ თუ აღნიშნულმა მეთოდმა ისეთი ძლიერი არმიის მქონე ქვეყნებთან გაამართლა, როგორიც საფრანგეთი და პოლონეთი იყო, სსრ კავშირის გასანადგურებლადაც გამოდგებოდა. ჰიტლერი არ იყო მზად გაჭიანურებული ომისთვის, ამიტომ ის რისკზე წავიდა... და წააგო.

image

ფიურერის კიდევ ერთი შეცდომა ის იყო, რომ მას არ სჯეროდა დაზვერვის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, სსრ კავშირის სამხედრო და ტექნიკური ძლიერების შესახებ.

გერმანული სარდლობის გათვლებით, ზამთრისთვის ომი უნდა დასრულებულიყო და ამიტომ, ჯარს ზამთრის ეკიპირებაც კი არ ჰქონდა.
და აქ ისმის კითხვა: იცოდნენ კი ნიჭიერმა გერმანელმა სამხედრო მეთაურებმა რუსული ზამთრის შესახებ? რა თქმა უნდა, იცოდნენ! მაგრამ, რაში აინტერესებდათ ზამთარი, როდესაც ომი ზაფხულში უნდა დასრულებულიყო?!

როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი თოვლი ოქტომბრის დასაწყისში მოვიდა. მართალია, მალევე გადნა, მაგრამ გზებზე ისეთი ტალახი გაჩნდა, რომ გერმანული ტანკები ძლივს გადაადგილდებოდნენ, რამაც სათადარიგო აღჭურვილობის ხარჯები კიდევ უფრო გაზარდა. გარდა ამისა, გერმანელი ჯარისკაცები თბილი ტანსაცმლის და ჩექმების არ არსებობის გამოც ჩიოდნენ. არ ჩქარობდნენ გერმანიიდან ტანკის სპაიკების ჩამოტანასაც, ამიტომ ზოგიერთ რეგიონში, გერმანული ჯარი ტანკების გარეშე დარჩა. ოპტიკა იორთქლებდა, საპოხი საშუალება კი ჯერ კიდევ გზაში იყო. საწვავი კი, იყინებოდა.
თუმცა ის, რომ გერმანულ ჯარს შესაბამისი სამოსი და ფეხსაცმელი არ ჰქონდა, იმას არ ნიშნავს, რომ ჰიტლერს ისე გაუჭირდა, რომ საკუთარი ჯარის თბილი ტანსაცმლით უზრუნველყოფა არ შეეძლო... უბრალოდ, «ბარბაროსას» გენიალური გეგმის შემდგენებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ პოლონეთის ერთლიანდაგიანი რკინიგზა ფიურერის ამბიციებს არ პასუხობდა... და ასეც მოხდა.

გარდა ამისა, სატვირთო მატარებლის საბჭოთა საზღვართან მოსვლის შემდეგ, გერმანელები კიდევ ერთი პრობლემის წინაშე დადგნენ — აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი ლიანდაგებს, ევროპულისგან განსხვავებული სიგანე ჰქონდა და წითელმა არმიამ, უკან დახევის დროს, ყველა სადგური ააფეთქა, საიდანაც გზის სიგანის დარეგულირება შეიძლებოდა. რამაც შედეგად, ნამდვილი საგზაო კოლაფსი გამოიწვია.
ჰიტლერი კი, იმ დროისთვის, უკვე სხვა გეგმაზე მუშაობდა და მიუხედავად იმისა, რომ «ბარბაროსა», ფაქტობრივად, ჩავარდა, ფიურერი მოსკოვის აღებას მაინც გეგმავდა, რაშიც მას «ტაიფუნი» უნდა დახმარებოდა — ახალი, ისეთივე სწრაფი, მოულოდნელი და გამანადგურებელი გეგმა, როგორიც წინა იყო. გენერლები კი, რომლებმაც მასზე მეტი იცოდნენ დასავლეთის ფრონტზე მდგომარეობის შესახებ, ფიურერს ახალი ავანტიურისგან თავის შეკავებას ურჩევდნენ. მათი აზრით, დახევა და ძველ პოზიციებზე დაბრუნება სჯობდა, იმისთვის რომ საბჭოთა არმიას შეტევა შეეწყვიტა.

მაშინ ჰიტლერს თავისი გადაღლილი და ნაკლებად ამბიციური გენერლების რჩევისთვის ყური რომ დაეგდო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, — მეორე მსოფლიო ომი, დაახლოებით, ისე დასრულდებოდა, როგორც პირველი. მაგრამ, ის ჰიტლერი იყო და მისი ამბიციები გონიერებაზე ძლიერი აღმოჩნდა...

გერმანული ჯარი პოზიციებს კარგავდა და ჰიტლერს, რა თქმა უნდა, ესმოდა, რომ მარცხი გარდაუვალი იყო. მაგრამ, ამის მიუხედავად, ის ომს აგრძელებდა. სავარაუდოდ, სწამდა, რომ კაპიტულაცია გერმანელი ერის განადგურებას გამოიწვევდა და ამიტომ, ის ბოლომდე მიდიოდა, რომ რაც გააფუჭა, იმის გამოსწორება მოეხერხებინა. მაგრამ, ეს უკვე შეუძლებელი იყო...
ამრიგად, შეეძლო კი გერმანულ არმიას, რომელსაც ზურგს მთელი ევროპა უმაგრებდა, საბჭოთა კავშირის დაპყრობა? თუნდაც თბილი სამოსის, ჩექმების და სხვა დეტალების გარეშე, რომლებიც ბრძოლის ველზე — ფაქტობრივად, წვრილმანია?! რა თქმა უნდა, შეეძლო. და სსრ კავშირის დაპყრობის გეგმა საკმაოდ კარგი და წარმატების მომტანი იყო... რომ არა ერთი «მაგრამ» — საბჭოთა ხალხის, ქვეყნის ბოლომდე დაცვის განზრახვა.

ვიდრე, გერმანელი ჯარისკაცები საკუთარი ყოფითი პრობლემებით იტანჯებოდნენ, — ხალხი სიცოცხლის და თავისუფლებისთვის იბრძოდა... და «ბარბაროსას» გეგმაში, სწორედ ეს არ იყო გათვალისწინებული.


image

არხის სხვა სიახლეები:


* გაზაფხული–ზაფხული 2022 – ყველაზე მოდური 6 ფერი

* ფოტოები, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს

* რა ცვლილებები მოხდება დედამიწაზე, თუ მთვარე უეცრად გაქრება?

* გოგონამ უსახლკარო კნუტი შეიფარა, მაგრამ ის კატის არ აღმოჩნდა...

* როგორ ხუმრობდა სტალინი? – რეალურად მომხდარი ისტორიები

* როგორ დაამტკიცა ი. ნიუტონმა ღმერთის არსებობის ფაქტი

* ის ქრისტეს ჯვარცმას დაესწრო და დღეს ჩვენ შორის არის – მარადიული სიცოცხლისთვის განწირული

* 10 საინტერესო ფაქტი ძველი ეგვიპტის შესახებ

1
581
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
581
  
არ არის საჭირო დოკუმენტების შეწავლა საჭირო ამისთვის,ისედაც ნათელია ყველაფერი. ჰიტლერი იყო ამ მარცხის მიზეზი და სხვა არაფერი. ზედმეტი თავდაჯერება ასე მთავრდება ყოვლეთვის.

მარტივ მაგალითს მოვიყვან ფეხბურთიდან და ყველაფერი გააგები იქნება. ასეთი თამაში იყო ერთი კვირის წინ,რეალ მადრიდი სიტი და ორი მწვრთნელი,ანჩელოტი და გვარდიოლა. გვარდიოლა არის ავტოკრატი მწვრთნელი,ჩაციკლულია თავის იდეებში და მინიმალურ დეტალსაც განიხილავს და მის სრულ შესრულებას სთხოვს ფეხბურთელებს. თავისთავად გამორიცხავს ადამიანურ ფაქტორს და იმას,რომ ყველაფერი ხდება. ამ ყველაფრის საპირისპირო არის ანჩელოტი,რომელსაც არ აქვს კონკრეტული იდეოლოგია და ტაქტიკას აწყობს მეტოქის მიხედვით,არასოდეს არ გამორიცხავს ადამიანურ ფაქტორს. ესეთი კადრი იყო თამაში მიმდინარეობისას,გვარდიოლა მარტო იჯდა და ფიქრობდა,ყურადღებას არ აქცევდა ასისტენტებს,ხოლო ანჩელოტი კი,თავის ასისტენტებთან განიხილავდა სათამაშო გეგმა და ყველაზე მთავარი,კროოსი,მოდრიჩის და კაზემიროს ეკითხებოდა რაღაცას და მათთან განიხილავდა სიტუაციას. რა მოხდა თამაშში,ყველაფერი კარგად მიდიოდა სიტისთვის,მაგრა ჩამოჰკრა უბედურების ზარმა და ერთ წუთში ორი გოლი გაუშვა,ხოლო დამატებითში მესამეც გაუტანეს და დაამარცხეს სიტი. ასე იყო ჰიტლერის ამბავიც,თავის თავში იყო დარწმუნებული და არავის უსმენდა,ამიტომაც გეგმა B გარეში იყო ყველა სცენარი განხილული. რა გგონიათ,რომ ცუდი გენერლები ყავდა გერმანიას? არა ბატონებო,ცუდი მთავარსარდალი არის გასაღები. ორი ეპიზოდი მახსენდება ამ ომზე,ჰიტლერის "იმოქმედეთ გეგმის მიხედვით" და სტალინის "იმოქმედეთ სიტუაციის მიხედვით".
0 1 1