x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მეორე მსოფლიო ომის პერიოდის პროპაგანდისტული პოსტერები

image


მეორე მსოფლიო ომის დროს პროპაგანდისტული პოსტერები ხელოვნების ერთგვარ ფორმად იქცა, და ამ პოსტერების ერთი ნაწილი დღესაც კარგად არის ცნობილი. ზოგიერთი, მართლაც რომ პროპაგანდას ემსახურებოდა და მოსახლეობას ქცევის წესებს კარნახობდა, იყო იუმორისტულიც, რომელიც რთულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ახალისებდა და იყო პოსტერები, რომელზეც ისტორიული მომენტები იყო ასახული.


ძალიან ხშირად, ხელისუფლება მოსახლეობას შემთხვევითი საუბრის საშიშროების შესახებ აფრთხილებდა, რომელსაც მტრისთვის საიდუმლოს გაცემა შეეძლო:imageimage


გრძელ ენას გემის ჩაძირვა და დესანტის ამოწყვეტაც კი შეეძლო:image


ამ პოსტერების მიხედვით, თავად ჰიტლერსაც კი შეეძლო ნებისმიერი ადამიანის საუბრის მოსმენა. ის ყველგან იყო და თავს უსაფრთხოდ ვერავინ გრძნობდა!!!imageimage


ჰიტლერი არაერთხელ გამხდარა დაცინვის ობიექტი:image


ეს კი, უკვე საბჭოთა პოსტერებია, რომელზეც ჰიტლერი დემონის სახით არის წარმოდგენილი:image


ჰიტლერი – კანიბალი, ბრიტანულ და საბჭოთა პოსტერებზე:image


მარცხენა მხარეს ბრიტანული პოსტერია, რომელზეც ჰიტლერი, როგორც აპოკალიფსის მხედარი ისეა გამოსახული. ხოლო, მარცხნივ – საბჭოთა გამოსახულებაა, რომელზეც 1938 წელს, ჩეხოსლოვაკიაში მომხდარი მოვლენებია ასახული:image


მოკავშირეების ერთობლივი შეტევა, რომელიც მტერს ყველა მიმართულებით ანადგურებს:imageimage


ამერიკელები ყოველთვის იბრძვიან თავისუფლებისთვის:image


მარცხენა პოსტერზე გერმანელი მეომარია მაიმუნის სახით და დიდი ასოებით აწერია "მოკალი ის". ხოლო, მარჯვენა პოსტერზე საბჭოთა ჯარისკაცია, რომელმაც შვილისგან წერილი მიიღო და მასში წერია: "მამა მოკალი გერმანელი!" – რაზეც ჯარისკაცი პასუხობს: "შევასრულებ, შვილო!".image


განმათავისუფლებლები (ინგლისურ–ამერიკული ეროვნული პოსტერი, 1944 წ.):image


"თქვენ შეიძლება იყოთ ან გერმანელი ან ქრისტიანი, მაგრამ არა ორივე ერთად" – უთქვამს ჰიტლერს 1933 წ. და ბრიტანელებმა მისი სიტყვები პოსტერის შექმნისას გამოიყენეს.image


წითელარმიელები სტალინთან ერთად და სტალინი, როგორც ერის მამა:image


აქ კი, საბჭოთა მხატვრები პარალელს ავლებენ უფრო ადრინდელ, I მსოფლიო ომთან:image


იგივე შინაარსის ბრიტანული პოსტერი: "ისინი დავამარცხეთ ადრე (იგულისხმება I მსოფლიო ომი)... და კვლავაც დავამარცხებთ!": image


და რა თქმა უნდა, იყო გერმანული პოსტერებიც, რომელიც ომის პროპაგანდას ეწეოდა და ჰიტლერს ადიდებდა... თუმცა, როგორიც არ უნდა ყოფილიყო, ამ სფეროში, დაპირისპირებული მხარეების შემოქმედება, ფაშიზმის და კომუნიზმის იდეოლოგია, ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდა:image


ჰიტლერს წითელი დროშა ჰქონდა.

სტალინის დროშაც წითელი იყო.

ჰიტლერი ქვეყანას მუშათა კლასის სახელით მართავდა. მისი პარტია ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია იყო.

სტალინიც მუშათა კლასის სახელით მართავდა ქვეყანას. მისი ხელისუფლების სისტემა, ოფიციალურად, პროლეტარიატის დიქტატურაზე იყო დაფუძნებული.


ჰიტლერს სძულდა დემოკრატია და მას ებრძოდა.
არც სტალინი იყო მისი მომხრე და ისიც ებრძოდა მას. გაგრძელება >>>


image
არხის სხვა სიახლეები:


* II მსოფლიო ომში გერმანიის მარცხის მთავარი მიზეზები

* ფოტოები, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს

* რა ცვლილებები მოხდება დედამიწაზე, თუ მთვარე უეცრად გაქრება?

* გოგონამ უსახლკარო კნუტი შეიფარა, მაგრამ ის კატის არ აღმოჩნდა...

* როგორ ხუმრობდა სტალინი? – რეალურად მომხდარი ისტორიები

* როგორ დაამტკიცა ი. ნიუტონმა ღმერთის არსებობის ფაქტი

* ის ქრისტეს ჯვარცმას დაესწრო და დღეს ჩვენ შორის არის – მარადიული სიცოცხლისთვის განწირული

* 10 საინტერესო ფაქტი ძველი ეგვიპტის შესახებ


0
271
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0