x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
მელანომა
მელანომა, კანის კიბოს ყველაზე სერიოზული სახეობაა, ვითარდება უჯრედებში (მელანოციტებში), რომლებიც გამოიმუშავებენ მელანინს - პიგმენტს, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი კანის და თვალების ფერს.იგი შედგება ატიპიური, პროლიფერაციული მელანოციტებისგან.ის სწრაფად იძლევა მეტასტაზებს და საკმაოდ აგრესიული კიბოა. მელანომა, ასევე შეიძლება განვითარდეს ქონიუქტივაში, ცხვირის და პირის ღრუში, საშოს და სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსებში. კანის მელანომა ვლინდება ხშირად 30-50 წლის ასაკში.

image

ჩვეულებრივ, კანის უჯრედები ვითარდება კონტროლირებადი და მოწესრიგებული გზით - ჯანსაღი ახალი უჯრედები უბიძგებს ძველ უჯრედებს, რომ გადაინაცვლონ კანის ზედაპირისკენ, სადაც ისინი კვდებიან და საბოლოოდ ცვივა. მაგრამ, როდესაც ზოგიერთ უჯრედში ვითარდება დნმ-ის დაზიანება, ახალმა უჯრედებმა შეიძლება დაიწყოს უკონტროლო ზრდა და საბოლოოდ შექმნან კიბოს უჯრედების მასა.რა აზიანებს დნმ-ს კანის უჯრედებში და როგორ იწვევს ეს მელანომას, უცნობია. სავარაუდოა, რომ ფაქტორების ერთობლიობა, მათ შორის გარემო(ულტრაიისფერი გამოსხივება) და გენეტიკური ფაქტორები, იწვევს მელანომას.

imageმელანომის განვითარების რისკ-ფაქტორებია: ულტრაიისფერი სხივების გადაჭარბებული მოხმარება, მზისგან დამწვრობის ისტორია, ნევუსების ტრამვები, ბევრი ხალის ან უჩვეულო ხალის ქონა, დიუბრეის მელანოზი, მელანომის ოჯახური ისტორია, ღია ფერის კანი(1 და 2 ტიპის კანი), პიგმენტური ქსეროდერმია.მელანოციტური ნევუსის ავთვისებიანად გარდაქმნის ნიშნებია: ელემენტის ფართობის და სიმაღლის ზრდა, პიგმენტაციის ინტენსივობის გაძლიერება, პიგმენტური ქობის ან ელემენტების- სატელიტების გაჩენა, ნევუსში ანთებადი რეაქცია.imageრაც შეეხება სტატისტიკას: 2021 წელს მელანომის 207 390 შემთხვევა იქნა დიაგნოსტირებული. მათგან 101, 280 შემთხვევა იქნა არაინვაზიური (in situ) და 106, 110 შემთხვევა იყო ინვაზიური.

  • ინვაზიური შემთხვევებიდან, 62 260 შემთხვევა დაფიქსირდა მამაკაცებში.
  • 43, 850 შემთხვევა კი- ქალებში.

ამ დიაგნოზით 7180 ადამიანი დაიღუპა.აქედან: 4600 კაცი და 2580 ქალი იყო.შეერთებულ შტატებში, მელანომის მქონე ადამიანების პროცენტი გაორმაგდა ბოლო 30 წლის განმავლობაში.მელანომით დაავადებული ადამიანების 10% აქვს მელანომის ოჯახური ისტორია.imageმელანომის ტიპები: ზედაპირული გავრცელების მელანომა, კვანძოვანი მელანომა, ლენტიგო ავთვისებიანი მელანომა და აკრული ლენტიგინოზური მელანომა.

სიმპტომები და წარმოქმნის თავისებურებები: მელანომის პირველი ნიშნები და სიმპტომები ხშირად არის- უკვე არსებული ხალის ცვლილება კანზე და ახალი პიგმენტური ან უჩვეულო წარმონაქმნის განვითარება. მელანომა შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ წერტილში. ისინი ყველაზე ხშირად ვითარდება მზეზე ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადგილებში, როგორიცაა ზურგი, ფეხები, მკლავები და სახე. მელანომა, ასევე, შეიძლება განვითარდეს ისეთ ადგილებში, სადაც არ არის მზის დიდი ზემოქმედება, როგორიცაა: ფეხის ძირები, ხელის გულები და ფრჩხილების საწოლები, მათ ფარულ მელანომებს უწოდებენ.imageრაც შეეხება მელანომის დიაგნოსტიკას: ანამნეზის სწორი შეკრება- გამოვლინდეს მავნე ფაქტორების ზემოქმედება, მაგალითად: ულტრაიისფერი სხივების გადაჭარბებული ზემოქმედება, სოლარიუმში ხშირი სიარული...ფიზიკალური გამოკვლევა-ინსპექცია, დერმოსკოპია, ქსოვილის ნიმუშის ამოღება ტესტირებისთვის (ბიოფსია):ციტოლოგიური, ჰისტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევა და სკრინინგი - კანის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის საწინდარი და დაავადების პრევენციაა.imageმელანომის მასშტაბის განსაზღვრაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია: სისქის განსაზღვრა- მელანომის სისქე განისაზღვრება მელანომის მიკროსკოპის ქვეშ. ზოგადად, რაც უფრო სქელია სიმსივნე, მით უფრო სერიოზულია დაავადება.ლიმფურ კვანძებში გავრცელება-თუ არსებობს კიბოს ლიმფურ კვანძებში გავრცელების რისკი, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ლიმფური კვანძის ბიოფსია.ვიზუალიზაციის ტესტები- შეიძლება მოიცავდეს რენტგენის, კომპიუტერული ტომოგრაფიის და პოზიტრონის ემისიური ტომოგრაფიის (PET) სკანირებას. არ არის რეკომენდირებული მცირე ზომის მელანომებისთვის, უფრო დაბალი გავრცელების რისკით.imageსტადიების განსაზღვრა: სტადია 0 მელანომა (in situ) -მოიცავს მხოლოდ ეპიდერმისს. მელანომა I სტადია- ლოკალიზებულია მხოლოდ კანში და არის მცირე ზომის. II სტადია მელანომა- მხოლოდ კანშია, მაგრამ უფრო ღრმად, ვიდრე I სტადიის დროს, III სტადია მელანომა -რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში გავრცელება. მელანომა IV სტადია (მეტასტაზები რეგიონალური ლიმფური კვანძების მიღმა)- თავის ტვინის მეტასტაზები.imageრაც შეეხება მელანომის მკურნალობას: მცირე ზომის მელანომების მკურნალობისთვის გამოიყენება შემდეგი მეთოდები-

1)ქირურგიულად მისი მოშორება

2)ძალიან თხელი მელანომა შესაძლოა ბიოფსიის დროსაც მოვაცილოთ.მოცილების დროს გარკვეულ ფარგლებში შორდება ჯანსაღი კანიც, ფართობს და სიღრმეს, კი ქირურგი განსაზღვრავს,

ხოლო, კანს მიღმა გავრცელებული მელანომის მკურნალობა

1)მეტასტაზირებული ლიმფური კვანძების ამოღება და მელანომის შეძლებისდაგავარად მოცილება

2)იმუნოთერაპია

3)თარგეტული თერაპია

4)რადიოთერაპია

5)ქიმიოთერაპია

რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის? მოერიდეთ მზეს შუა დღის განმავლობაში გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები მთელი დღის განმავლობაში(SPF SPF 40-50-70%), ატარეთ დამცავი ტანსაცმელი(ღია ფერის სამოსი), თავი აარიდეთ სოლარიუმში სიარულს, ხშირად დაათვალიერეთ თქვენი სხეულის საფარველი(კანი), რათა დროულად აღმოაჩინოთ მასზე არსებული ცვლილებები.

image

0
135
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ობგაიძე
სალომე ობგაიძე
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0