x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134377
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
"მტრისთვის ამხელა საჩუქრის მიცემა არ შეგვიძლია"- რაზე საუბრობს სამოილენკო

image

რუსი სამხედროები ავრცელებენ პროპაგანდისტულ ვიდეოებს, რომლებშიც უკრაინელ სამხედროებს დანებებისკენ მოუწოდებდნენ და ჰპირდებოდნენ, რომ მათ ღირსეულად მოექცეოდნენ, მაგრამ მოგვიანებით ისინი მოკლეს. ამის შესახებ "აზოვსტალთან" ბრიფინგზე აზოვის პოლკის დაზვერვის ოფიცერმა ილია სამოილენკომ განაცხადა.


მისი თქმით, ისეთ კრიტიკულ სიტუაციაში, როგორიც ახლაა, სამხედროებს რამდენიმე ვარიანტი აქვთ. პირველი - დადო იარაღი და დაელოდო სიკვდილს, მეორე - გაქცევის მცდელობა, მოვალეობის დავიწყება და ფიცის დადება.

"ჩვენთვის კაპიტულაცია მიუღებელია, მტრისთვის ამხელა საჩუქრის მიცემა არ შეგვიძლია.. ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ აზოვის პოლკისთვის ტყვეობა სიკვდილს ნიშნავს, მაგრამ ახლა ამის ნათელი მტკიცებულება გვაქვს და რომ მტერი არაადამიანურად იქცევა და არღვევს ომის ყველა კანონს და ჩვეულებას", - " აცხადებს აზოველი მებრძოლი, ილია სამოილენკო ონლაინ პრესკონფერენციაზე, რომელიც უცხოელი ჟურნალისტებისთვის, ალყაში მყოფმა მებრძოლებმა დღეს გამართეს.

0
48
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0