x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"..... სხვა სიტყვები არ მაქვს ამ უღირსი სიცარიელის აღსაწერად" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ნინო წილოსანის "დროების" ჟურნალისტთან გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საპარლამენტო უმრავლესობის წევრს "უღირსს სიცარიელეს" უწოდებს. ნინო წილოსანის თქმით, თუ არ ჩავთვლით რუსულ ოკუპაციას, მას არ ახსენდება "იმაზე დიდი შეურაცხყოფა", ვიდრე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებია:


"ქოცი ქალი! მე სხვა სიტყვები არ მაქვს ამ უღირსი სიცარიელის აღსაწერად. წილოსანი რომ სახლში დაგიდის! წარმოიდგინეთ! იღვიძებ უცებ და შენს სახლში დადის ადამიანთა მოდგმის ისეთი ინტელექტუალური და მორალური შეურაცხყოფა, როგორიცაა წილოსანი" - წერს "ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.


"ქართული ოცნების" დეპუტატის კომენტარმა სოციალური ქსელის მომხმარებლების დიდი გაღიზიანება გამოიწვია, რასაც მალევე თავად უმრავლესობის დეპუტატის საგანგებო პოსტიც მოჰყვა, სადაც მან ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის ქმედება მანიპულაციად შეაფასა:


image


"ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით, პუტინისგან არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, როგორც უკრაინისგან" - ეს სიტყვები მანიპულაციაც არ არის, უბრალოდ თქვენი მოგონილია!!! იქნებ მაჩვენოთ ასეთი სიტყვები სად ვთქვი მაგ თქვენს უწყვეტ კადრში!


მოჭერით და დადეთ თუ სადმე მასეთი საოცრება ვთქვი!


პირიქით!!! კითხვაზე პასუხად დაგიზუსტეთ, ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით-მეთქი და ოკუპანტი რომ პუტინია, ეგეც უნდა დამეზუსტებინა ეს ამორალურობა რომ არ გეკადრებინათ?" - წერს წილოსანი.


შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტმა "ქართული ოცნების" დეპუტატს ჰკითხა, თუ ახსენდება ისეთი შემთხვევა, როცა მმართველი პარტიის რომელიმე დეპუტატს პუტინის მისამართით იგივე ტერმინოლოგია გამოეყენებინა, რასაც უკრაინის მაღალჩინოსნების მიმართ იყენებენ, რაზეც წილოსანმა უპასუხა:


"მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითადად შეურაცხყოფას და ძირითად ტრაგედიას, რაც ოკუპაცია არის, ამის შემდგომ, ნამდვილად, ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც, ამ შემთხვევაში, უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად არ მახსენდება" – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.


აღნიშნულის შემდეგ ჟურნალისტი წილოსანს დამატებით კითხვას უსვამს – "პუტინის მხრიდან არ გახსენდებათ?", რაზეც წილოსანი პასუხობს – "ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით-თქო, მაგას ვამბობ".





0
217
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
217