x
მეტი
  • 14.08.2022
  • სტატია:121505
  • ვიდეო:354827
  • სურათი:493598
"ნატოს" ქვეყნებს ნახევარ საათში გავანადგურებთ" - დიმიტრი როგოზინი
image

როსკოსმოსის ხელმძღვანელმა, დიმიტრი როგოზინმა დაიქადნა, რომ რუსეთის ფედერაცია ნატოს ქვეყნებს ნახევარ საათში გაანადგურებს ბირთვული ომის დროს.


როსკოსმოსის ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ რუსეთი ნახევარ საათში გაანადგურებს ნატოს ქვეყნებს ბირთვული ომის შემთხვევაში, ამიტომ მან მოუწოდა არ დაუშვან მსგავსი სცენარი. როგოზინმა გლობალური კატასტროფის საფრთხის შესახებ საკუთარ "ტელეგრამის" არხზე დაწერა.


მისი თქმით, ბირთვული დარტყმების გაცვლითი შედეგები, რა თქმა უნდა, იმოქმედებს დედამიწის მდგომარეობაზე.



როგოზინმა ასევე აღნიშნა, რომ "ნატოს" ქვეყნები ომის გამოცხადების გარეშე აწარმოებენ ომს რუსეთის წინააღმდეგ.


„ახლა ეს ყველასთვის გასაგებია. უკრაინის ეროვნული ბატალიონები და უკრაინის შეიარაღებული ძალები ნატოსთვის სახარჯო მასალაა, საზარბაზნე ხორცი, უბრალოდ ნატოს ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი ოპერატორები, რომლებიც აჭერენ ხელს ნატოს შეაიარაღების ბერკეტებსა და ღილაკებს“, - დასძინა როგოზინმა.


სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უკვე შორს გასცდა თავდაპირველ მნიშვნელობას და გეოგრაფიას და ყველაფერი, რაც ახლა ხდება, არის „ომი სიმართლისთვის და რუსეთის უფლებისთვის იარსებოს, როგორც ერთიანი და დამოუკიდებელი სახელმწიფო.”


მანამდე როგოზინი ილონ მასკს დაემუქრა.ამერიკელმა მეწარმემ, SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა უკრაინის შეიარაღებული ძალებს სამხედრო საკომუნიკაციო აღჭურვილობის მიაწოდა.


”ილონ, როგორც არ უნდა მოისულელო თავი, შენ მოგიწევს ამაზე პასუხის გაცემა, როგორც ზრდასრულს, "-აღნიშნა როგოზინმა.

0
473
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
473
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0