x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"რა სირცხვილი და თავის მოჭრაა ქალბატონო ნინო, ვწუხვარ თქვენ გამო" - ვის მიმართავს ვიკა ბუკია

image


ჟურნალისტი და გადაცემა "პირველი ხაზის" წამყვანი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ნინო წილოსანის "დროების" ჟურნალისტთან გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საპარლამენტო უმრავლესობის წევრს საჯაროდ მიმართავს. ნინო წილოსანის თქმით, თუ არ ჩავთვლით რუსულ ოკუპაციას, მას არ ახსენდება "იმაზე დიდი შეურაცხყოფა", ვიდრე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებია:


"რა სირცხვილი და თავის მოჭრაა, ქალბატონო ნინო. უკიდურესად ვწუხვარ თქვენ გამო. ეტყობა რაღაც უშველებელი წნეხის ქვეშ გათქმევინეს ეს განცხადება. გემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით? გვანიშნეთ, თუ რამეა თვალი ჩაგვიკარით

ისეთი განცხადებაა, რომ უნდა გამოვიდეს და თქვას მეძინა ნახევრადო. სხვა არ ვიცი" - წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში და "ქართული ოცნების" დეპუტატის, ყოვლად სამარცხვინო კომენტარს აზიარებს.


image


შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტმა "ქართული ოცნების" დეპუტატს ჰკითხა, თუ ახსენდება ისეთი შემთხვევა, როცა მმართველი პარტიის რომელიმე დეპუტატს პუტინის მისამართით იგივე ტერმინოლოგია გამოეყენებინა, რასაც უკრაინის მაღალჩინოსნების მიმართ იყენებენ, რაზეც წილოსანმა უპასუხა:


"მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითადად შეურაცხყოფას და ძირითად ტრაგედიას, რაც ოკუპაცია არის, ამის შემდგომ, ნამდვილად, ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც, ამ შემთხვევაში, უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად არ მახსენდება" – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.


აღნიშნულის შემდეგ ჟურნალისტი წილოსანს დამატებით კითხვას უსვამს – "პუტინის მხრიდან არ გახსენდებათ?", რაზეც წილოსანი პასუხობს – "ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით-თქო, მაგას ვამბობ".







0
444
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
444