x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134370
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
როგორ გამოიყურებოდა ბორდელებში გადასახადი მონეტები ძველ რომში? - თვალებს ვერ დაუჯერებთ

image


ჩვენი წინაპრებისთვის ინტიმური ურთიერთობები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის 21-ე საუკუნის ადამიანისთვის არის, და ეს სრულიად გასაგებია... ვინაიდან მაშინ ჯერ კიდევ არც ინტერნეტი არსებობდა, არც სერიალები იყო და არც ყველაზე პრიმიტიული 8-ბიტიანი სათამაშო კონსოლების შესახებ იცოდა ვინმემ, რჩებოდა მხოლოდ - წვეულებები, გლადიატორთა ბრძოლები და ბორდელები.

image


დღევანდელი სტატიის დახმარებით თქვენი ლექსიკონის გამდიდრებას ორი ახალი სიტყვით შეძლებთ, რომელთაგან პირველი არც თუ ჰარმონიულად მჟღერი - ლუპანარიუმია. სწორედ ასე ერქვა ძველი რომის ბორდელებს. "Lupa" - ლათინურად "ძუ მგელს" ნიშნავს, ჰოდა ასე უწოდებდნენ ძველ რომში მსუბუქი ყოფაქცევის პროფესიონალ ქალბატონებს. ყველაზე მდიდარ ქალაქებში - რომსა და პომპეში მცხოვრები მაღალი შემოსავლის მქონე ჰეტერები ძალიან პატივსაცემ ახალგაზრდა ქალბატონებს წამოადგენდნენ, რომლებიც საოცარი მუსიკალურობითა და ცეკვის უნარით გამოირჩეოდნენ.


image


თავად ლუპანარიუმი კი საკმაოდ ვიწრო შენობას წარმოადგენდა ისევე როგორც ყველაფერი იმ მხარეში. სალონი, დერეფნები და ორი ადამიანისთვის განკუთვნილი პატარა კარადები, ეს იყო და ეს... სხვათა შორის, აი, ასე გამოიყურებოდა ეროტიკული ფრესკა პომპეიში, და უნდა ითქვას რომ რომაელები მსგავსს "საქმენი საგმირონში" მართლაც რომ შესანიშნავად ერკვეოდნენ.


image


მეორე ახალი სიტყვა კი - სპინტრია. სწორედ ასე ერქვა ჟეტონებს, რომლებსაც კლიენტები "ძუ მგლების" მიერ გაწეული მომსახურებისთვის იხდიდნენ. თავად სპინტრიებიც საკმოდ ამაღელვებლად გამოიყურებოდა: ჟეტონების ერთ მხარეს სხვადასხვა სექსუალური მომსახურების 15 გამოსახულება იყო, მეორე მხარეს კი 1-დან 16-მდე რიცხვები. ციფრებს როგორც წესი, ასის (სპილენძისაგან ჩამოსხმული რომაული მონეტა) ღირებულებით მიუთითებდნენ. ასე რომ, 16 ნომერი, ღირებულებით 1 დინარს უტოლდებოდა. 1 ევროს ზომის ტოლი მონეტები ძირითადად, ბრინჯაოს ან სპილენძისგან იყო ჩამოსხმული. საროსკიპოებისთვის სპეციალური ჟეტონების მოჭრის აუცილებლობა ზოგიერთი არქეოლოგისთვის სრულიად გაუგებარია, ამიტომ ისინი მისი გამოყენების ასობით სხვა ვერსიას გვთავაზობენ - აზარტული თამაშებით დაწყებული, აბაზანის კარადის ჟეტონებით დასრულებული, მაგრამ რატომღაც ეს ყველაფერი არც თუ ისე დამაჯერებლად ჟღერს. შესაბამისად, სპინტრია "სიყვარულის ქურუმებისთვის" გადახდის ყველაზე რეალურ ვერსიად განიხილება. ვინ იცის, შესაძლოა, ბორდელებში კეისრის პროფილის მონეტით გადახდა არაეთიკურად მიიჩნიეს და მსგავსი ჟეტონების მოჭრის გადაწყვეტილებაც სწორედ ამიტომ მიიღეს.


image


ზოგიერთ სპინტრიაზე ერთსქესიანთა კავშირისა და ცხოველებთან კოპულაციის ამსახველი გამოსახულებებიც იქნა აღმოჩენილი. სავარაუდოდ, ასეთ ჟეტონებს კლიენტები განსაკუთრებულად გარყვნილი ქმედებისთვის იხდიდნენ. სპინტრიას გამოშვების სავარაუდო თარიღად ჩვენი წელთაღრიცხვის I და II საუკუნეები მიიჩნევა.





0
570
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
570