x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
შოკოლადის კექსი ფინჯანში: ყველაზე მარტივი რეცეპტი ჩაისთან სწრაფი დესერტის მისართმევად
image

ხანდახან საკუთარი თავის განებივრება ან სტუმრების გაკვირვება ჩვენი დღის წესრიგში დგება და სასურველია, რომ ეს ყველაფერი მოხდეს სწრაფად და მარტივად. ასეთი სიტუაციისთვის კი გვაქვს მრავალჯერადად შემოწმებული შოკოლადის კექსის რეცეპტი, რომლის მომზადებისთვის რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ.

image

გემრიელი და სწრაფი ტკბილეულის რეცეპტი მკითხველებს გაუზიარა ბრიტანულმა კულინარიულმა არხმა - BBC Good Food-მა. თქვენ დაგჭირდებათ რამდენიმე უბრალო ინგრედიენტი, მიკროტალღური ღუმელი და ცოტაოდენი თავისუფალი დრო.



ინგრედიენტები (1 პორციისათვის):

1. 4 ს/კ ფქვილი;

2. 4 ს/კ შაქრის პუდრა;

3. 2ს/კ კაკაოს ფხვნილი;

4. 1 საშუალო კვერცხი;

5. 3 ს/კ რძე;

6. 3 ს/კ მცენარეული ზეთი;

7. ვანილის ესენციის რამდენიმე წვეთი ( ან ვანილინის მწიკვი);

8. 2 ს/კ შოკოლადის ნაფხვენი, თხილი ან ქიშმიში (სურვილისამებრ).

image

მომზადების წესი:

1. ერთმანეთში არიეთ ფქვილი, შაქრის პუდრა და კაკაოს ფხვნილი ცალკე თასში და გადმოიტანეთ ნარევი დიდ ფინჯანში;

2. დაამატეთ კვერცხი და კარგად, საფუძვლიანად შეურიეთ მშრალ ნარევს;

3. შემდეგ დაამატეთ რძე, მცენარეული ზეთი და ვანილინი. მოურიეთ იქამდე მანამ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.

4. შემდეგ დაამატეთ შოკოლადის ნაფხვენი, ქიშმიში ან თხილი (თუკი აპირებთ გამოყენებას) და ისევ მოურიეთ;

5. მოათავსეთ ჭიქა მოკროტალღურ ღუმელში და დატოვეთ მაქსიმალურ სიმძლავრეზე 1.5-2 წუთით. კექსი მზად იქნება, მაშინ როდესაც შეწყვეტს მაღლა ამოსვლას და გახდება მყარი;

6. ნამცხვრის ცხელი ფინჯანი ფრთხილად ამოიღეთ და მიირთვით. ტოპინგის სახით გირჩევთ გამოიყენოთ ნაყინით.

image



















0
97
2-ს მოსწონს
ავტორი:თაზუ
თაზუ
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0