x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
7 მაისის წვიმაში თუ მოყვები ბედნიერი იქნებიო - ძველი თბილისური ჩვეულება
image


"შვიდი მაისის წვიმაო.თმა კოჭებამდინაო, შვილი მაისის წვიმაო, თავზე დამედინაო, შვიდ-შვიდი ნაწნავი თავზე დამეფინაო.."(ხალხური)


ყოველ წელს ამ დღეს ქალაქი ელოდებოდა, თუნდაც ერთი წვეთი წვიმის წამოსვლას, იმიტომ, რომ ამ წვიმას ეძახდნენ ბედნიერების წვიმას.


ამ დღეს თბილისში ყოველთვის წვიმს. არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი.
თბილისური ტრადიციის მიხედვით 7 მაისს თბილისში თუ არ იწვიმებდა ეს ავისმომასწავებელ ნიშნად მიიჩნეოდა.



ტფილისში ასეთი ჩვეულება იყო: ახალგაზრდა ქალიშვილები იკრიბებოდნენ საცხოვრებელი სახლების ბანებზე და ეზოებში. მთელი დღე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მხიარულ საუბარში ატარებდნენ დროს. თან ცისკენ იმზირებოდნენ. არსებობდა ასეთი რწმენა, რომ 7 მაისს საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა! ამიტომ ამ წვიმით თმებს ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშროთ...:)))

ვისაც მიამიტური ტფილისი გიყვართ, დღეს თქვენთვის იწვიმებს!


1
223
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
223
  
2022, 8 მაისი, 5:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1