საზოგადოება საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხე ემუქრებათ- ომბუდსმენი მთავრობას მიმართავს 2022, 7 მაისი, 17:52 რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში სასტუმროს მფლობელები უკრაინელებს ვეღარ დაიტოვებენ და ისინი ღია ცის ქვეშ რჩებიან ბავშვებთან და ხანდაზმულ ოჯახის წევრებთან ერთად.სასტუმროს მფლობელებმა უკრაინელ ოჯახებს 6 მაისამდე მისცეს ვადა იმისათვის, რომ ფართი გაენთავისუფლებინათ.სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრები უკრაინელების შესახებ საუბრობს და იგი ამბობს:"პარალელურად, მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იზრდება უკრაინელთა სოციალური მხარდაჭერის დაფინანსება, რომელიც საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯებსაც მოიცავს, რაც ნამდვილად მისასალმებელია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ დაფინანსების შესახებ არც რაიმე ნორმატიული გადაწყვეტილება მოიპოვება, არც რომელიმე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ვებ-გვერდზე დევს ოფიციალური განცხადება და არც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ფლობენ რაიმე ინფორმაციას ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. მით უმეტეს, არაფერი იციან უკრაინიდან დევნილმა მოქალაქეებმა, თუ რა ბედი ეწევათ მათ უახლოეს მომავალში". 95 1-ს მოსწონს
|