x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"პოლონეთი საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას" - პესკოვი

image

პოლონეთი დიდი ხანია არამეგობრული იყო და ბოლო თვეებში მტრულად განწყობილი იყო, ფაქტია, რომ ეს შეიძლება იყოს საფრთხე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.


მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთსა და უკრაინას შორის „აღარ იქნება“ საზღვრები და რომ ორი ქვეყნის ხალხები შეძლებენ ერთად იცხოვრონ, „ერთად ააშენონ საერთო ბედნიერება და საერთო ძალა“. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ „არ გამორიცხა, რომ რუსეთს, უკრაინას და ბელორუსს მოუწევთ ბრძოლა პოლონეთის წინააღმდეგ, რომელსაც დასავლეთ უკრაინის აღება სურს“.



"ის, რომ ბოლო თვეებში პოლონეთიდან ძალიან, ძალიან მტრული რიტორიკა მოდის, ტრადიციულია და პოლონეთი დიდი ხანია არ არის მეგობრული. მაგრამ ბოლო თვეებში მტრული გახდა. და ის, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხეები შეიძლება მოდიოდეს პოლონეთიდან - ეს ასევე აშკარა ფაქტებია.ამაზე, თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ჩვენმა საგარეო დაზვერვის უფროსმა ისაუბრა. ეს აშკარა ფაქტებია", - თქვა პესკოვმა.

0
65
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0