x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
მზის პლაზმის გიგანტური ნაკადი დედამიწას შაბათ-კვირას დაატყდება თავს
image
კომუნიკაციის შესაძლო პრობლემების გარდა, პოლარული ნათება იქნება ისეთ რეგიონებში, სადაც ის არასდროს არ ყოფილა.


მზე აგრძელებს თავისი „ხასიათის“ ჩვენებას. აშშ-ს ოკეანისა და ატმოსფერული კვლევის ადმინისტრაციის პროგნოზის მიხედვით, შაბათს, 7 მაისს, მზეზე მორიგი აფეთქება მოხდება. პლაზმის ნაკადმა, რომელსაც მზე ამოაფრქვევს, შეიძლება გამოიწვიოს G1 დონის გეომაგნიტური ქარიშხალი, იუწყება Live Science-ი.


უკვე რამდენიმე დღეა მზე არ არის მშვიდი. 30 აპრილსა და 3 მაისს, როგორც გავრცელდა, მზეზე უმაღლესი კლასის, X კლასის აფეთქებები მოხდა, შემდეგ, 4 მაისს, ერთდროულად M კლასის 2 აფეთქება მოხდა.


ახლა, მეცნიერთა პროგნოზით, რომლებიც აკვირდებიან კოსმოსურ ამინდს, 7 მაისს მზის მორიგი აქტივობას უნდა ველოდოთ. ჯერჯერობით, მკვლევარებმა ზუსტად არ იციან, რომელ კლასს მიეკუთვნება ახალი აფეთქება, მაგრამ დარწმუნებულები არიან, რომ მზის ნაწილაკების ნაკადი შეიძლება შემოიჭრას დედამიწაზე.



მზეზე შემდგომი აფეთქების დროს მოხდება ძლიერი კორონალური მასის განდევნა. როდესაც ეს გიგანტური პლაზმური ამოფრქვევა ჩვენს პლანეტას მიაღწევს, ის დროებით შეკუმშავს დედამიწის მაგნიტურ ველს და ეს გამოიწვევს G1 კლასის გეომაგნიტურ ქარიშხლს.


image

0
117
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0