x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"აი, შენ ივლიდი? თუ მხოლოდ არჩევნების წინ მგზავრობ, კარგი ფოტოები რომ გამოვიდეს? - გურამ შეროზია კახა კალაძეს

image


ბლოგერი, მარკეტერი და ანტრეპრენერი გურამ შეროზია მეტროში არსებული სრული ანტისანიტარიისა და მოუწესრიგებლობის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე საგანგებო პოსტს ავრცელებს და დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს საჯაროდ მიმართავს:


"გუშინ ჩამოვედი დუბაიდან, ელბაქიძეზე დამტოვეს და იმდენი პოსტი ვნახე საცობებზე (მანქანით არ ვიყავი), რომ მეთქი წავალ მეტროთი…


ფეხითაც ვიზამდი, მაგრამ თან ციოდა, თან არაბული “კაბა” მეცვა და ხალხი ცოტა გაოცებული მიყურებდა


ჩავედი და ვაი ამ ჩასვლას:


1. მარჯანიშვილის, ანუ ერთ-ერთი მთავარი ტუროსტული მეტროს კედლები რომ ასეთი ჩამოტყავებული, ნესტიანი და მაძუნგალაა, აი რაზეა საუბარი საერთოდ?


2. ვაგონში ვერ შეხვალ, ისეთი ჭეჭყვა იყო – თუ ვინმე ორსულად ხართ ჩემგან, მომწერეთ ალიმენტზე


3. ვაგონში ცხელოდა, გავიოფლე


4. ვერ იტევს ეს მეტრო ამდენ ხალხს, ვერც გადავადგილდით წესიერად


5. მოსაცდელი ადგილებიც ბინძური და სურნელი ზუსტად ისეთი, როგორიც ჩემი სტუდენტობისას.


ძალიან მინდა მანქანა სახლში დავტოვო და მეტროთი ვიმგზავრო, როგორც ევროპაში, ან მიდლ ისთში, მაგრამ აი შენ, ასეთი მეტროთი ივლიდი ყოველდღიურად? კახა კალაძე აა, თუ მხოლოდ არჩევნების წინ მგზავრობ, კარგი და დრამა ფოტოები რომ გამოვიდეს?


ისეთი ჭეჭყვა იყო, რომ მეც დავორსულდებოდი, უბრალოდ ზურგჩანთა მეკეთა და ეს მიცავდა უკნიდან... dideba ufals, damicva "- წერს გურამ შეროზია.







0
813
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
813