x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ვიდეო: ქალი საკუთარ დაკრძალვაზე დახურულ კუბოში გონზე მოვიდა

image
პერუს მაცხოვრებელი, რომელიც ავტოკატასტროფაში გარდაცვლილად გამოცხადდა, გონზე მოვიდა და დაიწყო კუბოს სახურავზე კაკუნი ქალაქ ლამბაეკეში საკუთარი დაკრძალვის დროს.


36 წლის როზა იზაბელ ჩესპედე კაიაკა ჩიკლაიოს პროვინციაში ავარიაში მოყვა თავის სიძესთან და სამ ძმისშვილთან ერთად. მისი სიძე გარდაიცვალა, ძმისშვილები კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალი ასევე, გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა მისი გარდაცვალება დაადგინეს.


დაკრძალვის დროს კაიაკა გონზე მოვიდა დახურულ კუბოში. იმისთვის, რომ სხვებს გაეგოთ, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, პერუელმა სახურავზე დააკაკუნა. კაკუნის გაგონებაზე მისმა ახლობლებმა კუბო გახსნეს და დაინახეს, რომ „გარდაცვლილი“ მათ გაფართოებული თვალებით უყურებდა. თვალები ღია ქონდა და ოფლი მოსდიოდა. მაშინვე ოფისში მივედი და პოლიცია გამოვიძახე." - თქვა სასაფლაოს მცველმა ხუან სეგუნდო კაჰომ.


დაკრძალვის დროს გადაღებულ ვიდეო კადრებში ჩანს, პოლიციას როგორ მიაქვს კუბო ხალხის მასაში. ვიდეო ჩერდება, როდესაც მედიკოსები ღია კუბოს გარს შემოეხვივნენ. ქალი პოლიციის მანქანით უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს და გადასხმის სისტემა დაუდგეს.



ექიმებმა დაადასტურეს, რომ ქალს სიცოცხლის ნიშნები აღენიშნებოდა, თუმცა ძალიან სუსტი. გადასხმის სისტემის დადგმის შემდეგ, პერუელის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, თუმცა, მოგვიანებით მისი ჯანმრთელობა კვლავ მკვეთრად გაუარესდა და რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა.


0
664
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
664
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0