x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ოჯახის დანგრევა შინაგანადაც განგრევს" - თაკო ტაბატაძე
image

მუსიკოს გია ბაღაშვილის ყოფილმა მეუღლემ, მსახიობმა თაკო ტაბატაძემ გადაცემა „დღის პოსტში“ სხვა საკითხებთან ერთად დანგრეულ ოჯახის შესახებაც ისაუბრა:


„პირველი არის, რომ ოჯახის დანგრევა შინაგანადაც განგრევს – არავინ გეგმავს, რომ ურთიერთობა, რომელიც სიყვარულით იქმნება, რაღაც დროს დასრულდება. თავიდან ძალიან რთულია, ამიტომაც არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი და არც ვსაუბრობდი. ძალიან ძნელი იყო და ახლაც ძნელია. ყოველი ასეთი წინააღმდეგობა, საბოლოოდ, აძლიერებს ადამიანს. გამოცდილებაა ურთიერთობებისა და ცხოვრების მიმართულებით. ახლა დიდი პასუხისმგებლობა მაქვს საკუთარ თავზე აღებული.

ჩვენი შვილები უკვე იმ ასაკში არიან, აქვთ წვდომა ინტერნეტზე, გამიხარდა, რომ იუმორით შეხვდნენ, რადგან ათასი სისულელე დაიწერა, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ხომ უნდა გქონდეს გარჩევის უნარი, როცა გადადიხარ საიტზე და უხამსი ვიდეოებით არის გაჯერებული, გასაგებია, რომ ის ავრცელებს ყალბ ინფორმაციას…



სიმართლე გითხრათ, ჩემი ოჯახისთვის უფრო რთული იყო, რადგან ძალიან ტრადიციული ოჯახიდან ვარ. ძალიან დიდი ბოდიში მინდა ვთქვა საჯაროდ, რომ ამხელა სტრესის წინაშე აღმოჩნდნენ, “ - აღნიშნა თაკო ტაბატაძე.


შეგახსენებთ, რომ თაკო ტაბატაძის და გია ბაღაშვილის დაშორების შესახებ ინფორმაცია ამა წლის თებერვალში გავრცელდა, როდესაც თაკო ტაბატაძემ ფეხბურთელ ნუგზარ სპანდერაშვილთან ერთად გადაღებული რომანტიკული ფოტოები გამოაქვეყნა.სწორედ მაშინ გაირკვა, რომ წყვილი თითქმის სამი წელია ერთად აღარ ცხოვრობდა.

გია ბაღაშვილი და თაკო ტაბატაძე 4 ქალიშვილს ზრდიან.

0
606
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
606
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0