x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
ბარსელონაში დაღუპული სამტრედიელი ძმები - მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?
image

როგორც ცნობილია, 4 მაისს – ბარსელონაში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ესენი არიან ძმები-27 წლის გიორგი და 23 წლის საბა მატარაძეები. მათთან ერთად ძლიერი დაკვამლიანების შედეგად დაიღუპა კიდევ ერთი ადამიანი. კორპუსში, რომელშიც ქართველი ძმები ცხოვრობდნენ, განგაშის სიგნალი გამთენიისას ჩაირთო, თუმცა გიორგიმ და საბამ ნაქირავები ბინის დატოვება ვერ მოასწრეს.


ესპანური გამოცემა Cadena ser-ის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ ხანძარი განზარახ იყოს გაჩენილი.


კატალონიის პოლიცია მეზობლებს მოწმის სახით კითხავს. გამოკითხულთა შორის არის კორპუსის პირველ სართულზე უკანონოდ მცხოვრები მამაკაცი. ადგილობრივებს ეჭვი აქვთ, რომ ცეცხლი კორპუსში უნებართვოდ შეჭრილმა მდგმურმა გააჩინა.


image

ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს ის წარწერა, რომელიც მეხანძრეებმა სადარბაზოში აღმოაჩინეს "ჩასახლებულებო, მეზიზღებით."(squatters k asco dais)

უბედური შემთხვევის არ სჯერათ დაღუპულების ოჯახის წევრებსაც, მით უმეტეს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, მაშველებს ადგილზე ხანძრის რამდენიმე კერა დახვდათ.

image

ძმები ბარსელონაში სამუშაოდ 1 თვის წინ გაემგზავრნენ. მათ საქართველოში მოტოციკლეტების სახელოსნო ჰქონდათ, თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას კი ესპანეთში გეგმავდნენ.


დაღუპული ძმები ექსპერტიზაზე გადაასვენეს. საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადმოსვენების პროცესში ჩართულია საქართველოს საელჩოც.


„სხვა ჯოჯოხეთის წარმოდგენაც შეუძლებელია... სიცოცხლეშიც სულ ერთად იყვნენ და არც იქით მიატოვეს ერთმანეთი. მენანებით, არ იმსახურებდით ასეთ დასასრულს“, - წერს გარდაცვლილი ძმების ახლობელი სოციალურ ქსელში.

0
291
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0