x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ათეულობით საყვარელი და ერთი ქმარი" - 5 გასაოცარი ფაქტი მარლენ დიტრიხის ცხოვრებიდან
image

"ისევ რომ შემეძლოს ჩემი ცხოვრების ხელახლა გავლა, იგივე შეცდომებს დავუშებდი, თუმცა, ცოტა უფრო ადრე, რათა უფრო დიდხანს გამეცნობიერებინა მათი შედეგები."(მარლენ დიტრიხი)




დღეს, 6 მაისს 30 წელი შესრულდა გერმანელი მსახიობის და მომღერლის, მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის სექს-სიმბოლოს, მარლენ დიტრიხის გარდაცვალებიდან. ქვემოთ გაეცნობით 5 საინტერესო ფაქტს ლეგენდარული არტისტის ცხოვრებიდან.


image


მარლენ დიტრიხი, საბედისწერო ქალი და თითქმის მეოცე საუკუნის თანატოლი, ტყუილუბრალოდ არ უწოდებდნენ ლეგენდას: მისი ცხოვრების ისტორია იდეალურად რედაქტირებულია და დღეს უკვე ძნელია განასხვავო დივას პიარ ნაბიჯები რეალურისგან.


დაიბადა 1901 წელს ბერლინში, გარდაიცვალა 1992 წელს პარიზში, სახელი მარლენი - ფსევდონიმია, რომელიც შედგენილია მსახიობის, მარია მაგდალენა დიტრიხის პირველი და მეორე სახელებიდან. პირველად გამოჩნდა ეკრანზე 1923 წელს, ფილმში "სიყვარულის ტრაგედია", ბოლო კი იგი სცენაზე ავიდა ავსტრალიაში, 1975 წელს.


image

მთელი ამ წლების განმავლობაში, ინტერვალებში, მარლენის ბობოქარი ცხოვრება სავსე იყო, საყვარლებით, დრამებით, გლამურით, დიდებით და სხვა ინტრიგებით, რაც ჯერ კიდევ არ აძლევს მოსვენებას მის ბიბლიოგრაფებს, რომლებსაც სხვათა შორის, თავად მარლენი ვერ იტანდა, რადგან მან გულმოდგინედ შეიქმნა იდუმალი, ცივი და გოროზი ვარსკვლავის იმიჯი და ყოველთვის ბრაზდებოდა მათზე, რადგან იმათ არც თუ იშვიათად ჩვეულებრივ ქალად გამოჰყავდათ, ყველა თავისი ყოვედღიური ცხოვრებისეული რუდუნებით.



დიდი იმპერატრიცა და დიდი ფიასკო


დიდება და პოპულარობა დიტრიხს მოუტანა ფილმმა "შანხაის ექსპრესმა" (1932), თუმცა, შემდეგი სურათი, რომელიც ეს წარმატება უნდა გაემყარებინა იყო ფილმი "აღვირახსნილი იმპერატიცა", რომელმაც სრული ფიასკო განიცადა.


ფილმი რუსეთის იმპერატორიცა ეკატერინე მეორეს შესახებ იყო. ერთადერთი ფილმი დიტრიხის მთელი კარიერის განმავლობაში, რომელმაც ზარალი მოიტანა- ფსევდო - ისტორიულმა დრამამ აუდიტორია მთლიანად გულგრილი დატოვა.


ამ ფილმმა მაინც დაიკავა საპატიო ადგილი მის ბიოგრაფიაში, როგორც ერთადერთი წარუმატებელი პროექტი მარლენ დიტრიხის შემოქმედებაში.


image




გლამური ცინიკოსი



იმისდა მიუხედავად, რომ დიტრიხს ხშირად უწოდებენ პირველ ფემინისტ ვარსკვლავს (შარვალისადმი სიმპატიის და აქტიურად ტარების გამო), მსახიობის სიტყვები და მოქმედებები ცუდად იყო დაკავშირებული ქალთა უფლებების დაცვასთან. დიტრიხი დარწმუნებული იყო, რომ ქალს სჭირდებოდა მამაკაცი, რომელიც განსაზღვრავდა მისი მოქმედების ვექტორს.


ასევე მარლენმა ომი გამოუცხადა ცხოვრებისეულ სისადავეს და ბუნებრიობას ”მე ვიცვამ და ვიხატები არა ჩემთვის, მამაკაცებისთვის ან სხვა ქალებისთვის....ვიღაც ყიდის ღვეზელებს, მე კი ვყიდი გლამურს, ” - ცინიკურად თქვა დიტრიხმა.

image

ათობით საყვარელი და ერთი ქმარი


საბედისწერო ქალის იმიჯი, როგორც წმინდა ცეცხლი, მუდმივად მოითხოვდა ახალ მსხვერპლშეწირვას: მარლენ დიტრიხს ლამისაა ნახევარ ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ჰქონდა რომანიო, ასევე მილიონერებთან, მთავრობის წევრებთან და კენედის ოჯახის სამ წევრთანაც კიო. იყო ეს რომანები რეალობა თუ ჭორი, დღეს ძნელი გასარკვევია, მაგრამ ერთი ფაქტი რჩება: მეუღლესთან, რუდოლფ სიბერთან ერთად, მარლენ დიტრიხი ცხოვრობდა 53 წლის განმავლობაში, შემდეგ კიდევ 16 წლის განმავლობაში იცოცხლა და მეორედ აღარც გათხოვილა, არა და პრედენდენტები იყვნენო.

image



ცხოვრების მესამედი ჩრდილში



მარლენ დიტრიხს აქტიურად იღებდნენ ფილმებში 50-იანი წლების შუა პერიოდამდე, შემდეგ კი 1975 წლამდე სცენაზე გამოდიოდა. 1975 წელს, სიდნეიში გამოსვლის დროს, მსახიობმა ფეხი მოიტეხა, როდესაც სცენიდან ჩამოდიოდა, რის შემდეგაც მან საბოლოოდ ჩრდილში ყოფნა ამჯობინა. მსახიობმა თავისი ცხოვრების ბოლო წლები პარიზში გაატარა, საზოგადოებაში აღარ ჩნდებოდა და აღარც ფოტოს გადაღების უფლებას აძლევდა ვინმეს, მაგრამ 1984 წელს მარლენ დიტრიხი დათანხმდა, რომ ჩაეწერათ მისი ხმა დოკუმენტური ფილმისთვის "მარლენი". ამასთან, მსახიობის ქალიშვილი ირწმუნება, რომ დედამისი ბოლო 20 წლის განმავლობაში გალოთებული იყო და აუდიოჩაწერის დროს გალეშილი მთვრალი იყო და ვერ აცნობიერებდა რა ხდებოდა.

image

მარლენ დიტრიხი და "ტელეგრამა"


მარლენ დიტრიხს უყვარდა კითხვა და სხვათა შორის იცნობდა საბჭოთა ლიტერატურას. 60-იანი წლების შუა ხანებში მსახიობი სსრკ-ში ჩავიდა და ძალზე გააკვირვა მთარგმნელი და საბჭოთა ჟურნალისტები, როდესაც ითხოვა მწერალი კონსტანტინე პაუსტოვსკი გამაცანითო.


კონსტანტინე პაუსტოვსკის ინფარქტი ახალი გადატანილი ჰქონდა და საავადმყოფოში იწვა, თუმცა მიუხედავად ამისა.ჟურნალისტთა კავშირის თხოვნით მაინც მივიდა სპექტაკლზე მსახიობთან შესახვედრად .სპექტაკლის შემდეგ მწერალი სცენაზე ავიდა, სადაც ჰოლივუდის დივა გაიცნო. მარლენი, რომელმაც ახლახან დაასრულა სიტყვა, უსიტყვოდ, მუხლებზე დაეცა პაუსტოვსკის წინ, რამაც გააოცა როგორც თავად მწერალი, ისე ყველა მის გარშემო. გაირკვა, რომ მოგზაურობის წინ მსახიობს შემთხვევით ჩაუვარდა ხელში მოთხრობა "ტელეგრამა", რომელმაც მასზე ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა და მსახიობმა უბრალოდ ვერ იპოვა ავტორისადმი აღფრთოვანების გამოხატვის სხვა გზა. პაუსტოვსკი დიტრიხთან შეხვედრიდან მალევე გარდაიცვალა.


image

0
273
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
273
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0