x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"უფალმა წაიყვანა, იქ უკეთესად იქნებაო - არასოდეს უთხრათ ასეთი რამ არავის, არასოდეს!" - თამუნა გლურჯიძე
image2020 წელს 2 წლის ასაკში გარდაცვლილი ანიტა ფაცაციას ბებია თამუნა გლურჯიძე სოციალურ ქსელში წერს:


"ახლა ერთი პოსტი შემხვდა, პატარა ანგელოზი გაფრენილა, ანიტასავით კიკინებიანი. ვიღაც უწერდა კომენტარში, უფალმა წაიყვანაო, იქ უკეთესად იქნებაო. მახსოვს, ანიტა ჯერ ჩამოსვენებული არ იყო ინდოეთიდან, ზუსტად ეს სიტყვები მითხრა ერთმა ახლობელმა. თმენის უნარი სად მქონდა და ვკითხე, იქ უკეთესად თუ არიან, დედები რატომ არ ლოცულობენ, შვილები რომ წაართვას სიკვდილმა მეთქი? დუმილი ჩამოწვა. ახლა შენ ვერ გამიგებო. გაგიგებ, შენ თუ შენი შვილისთვის ამაზე ილოცებ მეთქი. ეწყინა. ვიცი, რომ ეწყინა. მე კი ჭრილობაზე ჭრილობა დამემატა. არასოდეს უთხრათ ასეთი რამ არავის. არასოდეს! იმიტომ, რომ თქვენს პატარებზე ასე არ ფიქრობთ!" - წერს თამუნა გლურჯიძე

შეგახსენებთ, 2 წლის ანიტა ფაცაცია რამდენიმე თვის განმავლობაში ებრძოდა დილატაციურ კარდიომიოპათიას(გულის კუნთოვანი კედელის ფუნქციის დარღვევა), რომელიც ვირუსულმა ინფექციამ გამოიწვია, ანიტა ფაცაციას გულის გადანერგვა სჭირდებოდა, ევროპის და ასევე თრქეთის კლინიკებში ამ ოპერაციის ჩატარების უშედეგო მცდელობის შემდეგ (რადგან ევროპაში არსებული კანონის თანახმად, ამ ოპერაციას მხოლოდ ევროპის მოქალაქეებს უკეთებენ დონორების სიმცირის გამო) გოგონა ინდოეთის კლინიკაში გადაიყვანეს.


ინდოეთის კლინიკაში მას ცნობილი ინდოელი კარდიოქირურგი ბალაკრიშნა მკურნალობდა, თუმცა გოგონას ორგანიზმმა საბოლოოდ ვერ გაუძლო დაავადების გართულებებს და 30 იანვარს გარდაიცვალა.



აღსანიშნავია, რომ ანიტას გარდაცვალების შემდეგ, ბებიმ თამუნა გლურჯაძემ ლექსების წერა დაიწყო.


"ამ სიბერეში ლექსების წერა დამაწყებინა. გაუსაძლისია მისი მონატრება და, როცა ამას ვეღარ ვერევი, ვჯდები და ანიტუკას ლექსს ვუწერ, ასე ვეფერები. ეს ლექსები თავისით მოდის, ტვინის განძრევაც არ მჭირდება”.


0
520
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
520
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0