x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ცნობილი მსახიობები, რომლებსაც საკუთარი საკულტო როლები არ უყვართ

რომელ მსახიობს არ უნდა ისეთი როლი შეასრულოს, რომელიც მსოფლიოში განთქმულს გახდის? ამ მსახიობებმა სწორედ ასეთი როლები მიიღეს, მაგრამ რატომღაც მათ შესახებ თბილად არ იხსენებენ ხოლმე:

1. ქეით უინსლეტი

მსოფლიო პოპულარობა ქეით უინსლეტს სწორედ "ტიტანიკმა" მოუტანა. თუმცა პოპულარობამ მისთვის უსიამოვნო ინციდენტებიც მოუტანა, მაგალითად ფანები, რომლებიც სთხოვენ ჯეკის დახატულ შიშველ პორტრეტზე ხელის მოწერას და იმის ახსნას, რატომ გადარჩა მხოლოდ ის, ხოლო ჯეკი ჩაიძირა. image

2. დენიელ რედკლიფი

ჰარი პოტერის ფილმებში ჯადოქარი ბიჭის როლი დენიელ რედკლიფს ჯერ კიდევ აწუხებს. ის თავის გმირთან ერთად გაიზარდა და ახლა ხალხი მას "გადარჩენილ ბიჭთან" უკავშირებს. თავად მსახიობმა არაერთხელ თქვა, რომ არასასიამოვნოა, რომ მისი სახელი ჯერ კიდევ ჰარისთან ასოცირდება. გარდა ამისა, ადრეულმა პოპულარობამ რედკლიფი ალკოჰოლისკენ მიდრეკილი გახადა და ბოლო ნაწილების გადაღებებზე მთვრალიც კი მიდიოდა. ასე რომ, გასაკვირი არცაა, რომ ამ როლთან ცუდი მოგონებები აკავშირებს.image

3. რობერტ პატინსონი

„მანიაკალურ-დეპრესიული შეშლილის როლის თამაშისთვის, რომელსაც საკუთარი თავი სძულს, საკმარისია ოდნავ შეკრულობა გქონდეს ან კაიფში იყო“, - ასე აღწერა პატინსონმა თავისი როლი ვამპირულ საგაში “ბინდი". იმისდა მიუხედავად, რომ სწორედ ამ როლმა მოუტანა მსახიობს პოპულარობა, იგი არ თვლის მას სამსახიობო მხრივ გამორჩეულად და ღირებულად.image

4. შონ კონერი

შონ კონერი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ჯეიმს ბონდად, მაგრამ თავად მსახიობმა აღიარა, რომ მისი პერსონაჟი სულაც არ არის სრულყოფილი ჯაშუში. ”მე მძულს ეს დაწყევლილი ბონდი. მისი მოკვლა მინდა“, - თქვა ერთხელ ინტერვიუში.image

5. დაკოტა ჯონსონი

ფილმში „გრეის 50 ელფერი“ როლმა დაკოტა ჯონსონს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა, მაგრამ ანასტასია სტილის იმიჯი გოგონაზე სულაც არ ახდენს შთაბეჭდილებას, ასევე ფიქრობს მისი პარტნიორი ფილმში ჯეიმი დორნანი - ამის აღნიშვნა მსახიობებს თითქმის ყველა ინტერვიუში არ ავიწყდებათ.image


6. ჯორჯ კლუნი

„მითამაშია თუ არა გეის როლი? იყო ასეთი საქმეც. რეზინის მჭიდრო კოსტუმით დავდიოდი და რეზინის ძუძუსთავები მქონდა“, - ჯორჯ კლუნი ასე საუბრობდა ბეტმენის როლზე. მსახიობი, ისევე როგორც ბევრი კრიტიკოსი, გულწრფელად მიიჩნევს მას წარუმატებლად.image

7. პიტერ დინკლეიჯი

პიტერ დინკლეიჯი, რომელმაც ტირიონ ლანისტერის როლი შეასრულა სამეფო კარის თამაშებში, აღიარა, რომ საკუთარ თავს კადრში ვერ უყურებს. თავად პიტერი ამას იმით ამართლებს, რომ HBO არხი არ აქვს გამოწერილი. image

0
364
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
364
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0