x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ფილიპ კირკოროვის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ითხოვენ - მომღერალს მკრეხელობაში ადანაშაულებენ (ვიდეო)
image

არხ "ცარგრადის" დამფუძნებელმა კირკოროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.


რუსმა ბიზნესმენმა და ტელეარხი, "ცარგრადის" დამფუძნებელმა კონსტანტინე მალოფეევმა მომღერალ ფილიპ კირკოროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა. ამის შესახებ ბიზნესმენმა "ტელეგრამის" საკუთარ გვერდზე განაცხადა.


"ჯვარზე ამხედრებული "ფარშევანგი", (კირკოროვს უწოდებს დაცინვით) უდიდეს ქრისტიანულ სალოცავებს შორის, სხვა არაფერია, თუ არა მიზანმიმართული მკრეხელობა და მილიონობით მორწმუნის გრძნობების შეურაცხყოფა“, - ნათქვამია მის განცხადებაში.



ასევე მალოფეევის თქმით, კირკოროვი გლამურ სამყაროში ცხოვრობს და არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან და ხალხთან, რადგან „სხვაგვარად ვერ აიხსნება, თუ რა ხდებოდა მის მიერ მოწყობილ 500 კაციან ბანკეტზე შავი ხიზილალით, სამეფო კიბორჩხალებით და რვაფეხებით“, რომლის დანახარჯით აგდებით შეაფასეა"რამდენიმე ბინის ფული მოსკოვში"


მეწარმის თქმით, მან უკვე მიმართა გენერალურ პროკურატურას, რადგან მიაჩნია, რომ არტისტის კონცერტი კრემლის სასახლეში არღვევს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლს.

image

საკუთარი დაბადების დღის 55 წლისთავის საპატივცემულოდ, ფილიპ კირკოროვმა კრემლში გრანდიოზული შოუ გამართა. თუმცა, კონცერტმა სკანდალების გარეშე არ ჩაიარა - არტისტს ბრალი დასდეს მორწმუნეების გრძნობების შეურაცხყოფაში.



კონცერტზე, სიმღერა "მარია მაგდალენას" შერულების დროს სცენაზე დახრილი ჯვარი გამოიტანეს, რომელსაც ზედ გადააჯდა ფილიპ კირკოროვი, თავად ჯვარზე "ჯვარცმული" ქალია გამოხატული.



ფანატებს არ მოეწონათ ეს იდეა - ფილიპი მორწმუნეების გრძნობების შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს.



სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ფილიპ კირკოროვმა შესაძლოა რუსეთი სამუდამოდ დატოვოს, ამის შესახებ საკონცერტო პროდიუსერმა კირილ ჩიბისოვმა განაცხადა.


პროდიუსერის თქმით, თუ ის სხვა ქვეყანაში გადავა საცხოვრებლად, მისი კოლეგა, მომღერალი ნიკოლაი ბასკოვი დაუყოვნებლივ დაიკავებს პოპ მეფის ადგილს. გარდა ამისა, ჩიბისოვმა გამოთქვა იმედი, რომ კირკოროვი რუსეთს არ დატოვებს.


„რუსეთში ჯობია იყო პოპ მეფე, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში... არავინ. დარწმუნებული ვარ, ფილიპს ეს ძალიან კარგად ესმის. გარდა ამისა, ქვეყნიდან გასვლისას, პოპის მეფის ტახტს მყისიერად დაიკავებს მთავარი კონკურენტი ბასკოვი“, - განაცხადა ჩიბისოვმა.

0
293
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0