x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ცეცხლოვანი ისარი: იყენებდნენ თუ არა მშვილდოსნები ცეცხლოვან ისრებს რეალურ ბრძოლაში?

image
ისტორიული კინოს საერთო ტექნიკა - მთავარი გმირი ზუსტი გასროლით ახვედრებს ცეცხლმოკიდებულ ისარს მიზანში. და ამ დროს იწყება პანიკა და არეულობა მტრის რიგებში. მაგრამ სანახაობრივი ფილმები ფანტაზიის ნაყოფია. როგორ ხდებოდა ეს სინამდვილეში?

სხვათა შორის, კიდევ ერთი ძალიან გავრცელებული ხრიკია სამგლოვიარო ნავის დაწვა, რომლითაც ვიკინგები გარდაცვლილ თანამებრძოლს ვალჰალაში გზავნიან. ეს ძალიან ამაღელვებელი და სანახაობრივი ქმედებაა, მაგრამ არ არსებობს რეალური მტკიცებულება იმისა, რომ სკანდინავიაში დაკრძალვის ამ ხერხს ნამდვილად მიმართავდნენ.
image
უპირველეს ყოვლისა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კარგად ნაგები გემი ძვირადღირებული რამ გახლდათ. და ყოველ ჯერზე მისი თვითნებურად დაწვა ირაციონალური და სულელური ქმედებაა.

ჩვეულებრივ ვიკინგების სამარხებზე ქვის ბორცვებს აღმართავდნენ ხოლმე. მაღალი სტატუსის მქონე ადამიანები, როგორც ამას მოწმობს, მაგალითად, ოსებბერგში IX საუკუნის ცნობილი სამარხები, დაკრძალეს იარაღთან, სამკაულებთან და სხვა ნივთებთან ერთად.

როგორ მუშაობს ცეცხლოვანი ისრის ტექნიკა რეალურად?

image
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა გაისროლოთ ცეცხლოვანი ისარი. ამისათვის ისრის წვერი უნდა იქნას გახვეული ქსოვილში ან ამოისვაროს ფისში, რის შემდეგაც მისთვის ცეცხლის წაკიდება იქნება შესაძლებელი. როგორც მინიმუმ, ისარი გაცხელდება და სრულიად შესაძლებელია, რომ მშვილდიც დაიწვას.

იქნებ უფრო მოზრდილი ისრის გამოყენებაა შესაძლებელი? ამ შემთხვევაში ისრის ბუნიკის ზომა უფრო დიდი უნდა იყოს. ეს კი მისი წონის მატებას ნიშნავს. გასროლა, თუნდაც ზუსტი აღმოჩნდეს, ისარი შორ მანძილზე არაეფექტური იქნება.
image
გარდა ამისა, თუ სამიზნე არის მოწინააღმდეგე მომარი და არა რაიმე სახის სტრუქტურა, მაშინ მას უბრალოდ დრო სჭირდება რათა აალდეს. მეომრები კი, რა თქმა უნდა, ბრძოლის წინ სხეულს ზეთით სულაც არ იპოხავდნენ. ამასთანავე მათ ჰქონდათ დამცავი საშუალებები: აბჯარი, ჯაჭვის პერანგი, ფარები და ა.შ.

რა ემართება ანთებულ სანთელს, თუ მას სულს შეუბერავთ, ანუ ჰაერის მოძრაობას უზრუნველვყოფთ? ის ჩაქრება. იგივე ხდება ისრის შემთხვევაში. და მრავალმა ექსპერიმენტმა არაერთხელ დაამტკიცა ეს.
image
მაგრამ თუ დგას ამოცანა, რომ სამიზნეს ცეცხლმოკიდებული ისარი უნდა მოარტყან, მაშინ ეს შეიძლება გაკეთდეს. მაგრამ სიფრთხილით: საჭიროა სპეციალური ფორმის ბუნიკი. საკმაოდ მოზრდილ კონსტრუქციას შეუძლია შეინარჩუნოს ფისით გაჟღენთილი მასა, რომელიც არ გაქრება ფრენის დროს.

მაგრამ ამავე დროს, ისარი უფრო გძელი და მძიმე იქნება. რაც გავლენას მოახდენს სროლის სიჩქარესა და სიზუსტეზე. და მოდიფიცირებულ ბუნიკს თითქმის არ ექნება დარტმის საკმარისი ძალა. ასეთ ისარს შეუძლია დაჭრას უბრალო ნაჭრის პერანგით შემოსილი გლეხი, მაგრამ მეომრის აბჯარს ვერაფერს დააკლებს: აბჯარი მას უბრალოდ აისხლეტს. მსუბუქი ჯაჭვის პერანგიც კი შეძლებს მის შეჩერებას.

ანუ ფილმში ვიზუალური ეფექტი - ისრების ნაპერწკლებით ანთებული ცა, რომელიც მტრის ჯარს ფარავს ერთია ნამდვილი ბრძოლა კი სულ სხვა რამაა. და თუ ბრძოლის დროს იყენებდნენ ცეცხლოვან ისრებს, მხოლოდ მტრის ყურადღების გასაფანტად. როგორც წესი სამიზნეს წარმოადგენდა: თვის ზვინი, კარავი ან სხვა ადვილად აალებადი სამიზნეები.




6
452
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
452
  
2022, 5 მაისი, 17:07
სამწუხაროა, მეტად სამწუხარო...
2022, 5 მაისი, 16:50
გასულია პროფესიონალების დდი ნაწილი, ზოგი კერძო სამხედრი კომპანიებშია და ფულს აკეთებენ, ზოგიც ინსტრუქტორებად მუშაობს, ზოგიც უბრალოდ რამდენი მინისტრიც მოვიდა იმდენჯერ შეავიწროვეს და იძულებული გახდა წასულიყო ჯარიდან. ის რაც ახლა ჩვენ გვყავს ჯარი არაა, მისი ემბრიონია, ამას მე, როგორც საინჟინრო და სპეციალური სამთავრობი დაცვის ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი ვამბობ.
2022, 5 მაისი, 16:44
ქართველებზე ბევრი ლეგენდაა დაწერილი. დიდ მეომრებს გვიწოდებდნენ და ბევრი დიდი გამარჯვებაც მოგვიპოვებია, რასაც დღევანდელ რეალობაში ვერ ვხედავთ. ასეთი დაჩლუნგებული არასოდეს ყოფილა საქართველო. ყველამ მაპატიოს, მაგრამ ფაქტია.
2022, 5 მაისი, 16:37
სხვათაშორის ძალიან იყო ქართველებში ბრძოლის ტექნიკა და მტრის დაზაფვრვის ხრიკები შემუშავებული, ხრიდოლის გარდა უამრავი საბრძოლო ხელოვნების ხერხებია დაკარგული.
ძველად სამეგრელოში სპეციალურად დამუშავებულ დიდ ნაბადს იყენებდნენ ცეცხლის ალზე გამომწვარი მყარი ხის ჯიხევით გამაგრებულს მაღალი სიმაღლიდან გადმოსახტომად და დიდ მანძილზე საფრნად, "მაჭირხოლს" ანუ მერცხალს უწოდებდნენ ამ ხერხს და ეს გამოიყენებოდა მაშინ როცა სიმაგრეს ალყაში აქცევდნენ ოსმალები და დამხმარე ძალის გამოძახება ვერ ხერხდებოდა ვერანაირად.
არსებობდა მეორე მეთოდი ღამით მეტოქეზე შეტების მიტანამ ძლიერ ცხენზე მჯდარი მეომსრის უკან იჯდა მეორე ადამიანი რომელსაც ორივე ხელში ანთებული კვარი ეშირა და ატრიალებდა თაცს ზემოთ, რაც მტერს ზაფრავდა და თავქუდმოგლეჯილი გარბოდა.
ხევსურების მიერ სამურაების აკაფვა პირველ მსოფლიო ომში ისედაც გეწნებათ წაკითხული.
2022, 5 მაისი, 16:27
ბევრი მცდარი მითი არსებობს კინემატოგრაფის წყალობით. საინტერესოა, რას დაწერენ თანამედროვე იარაღზე საუკუნეების შემდეგ? მაგრამ ახლა უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს, ვიდრე მაშინ იყო.
2022, 5 მაისი, 16:21
საინტერსო სტატიაა და მოწონება შესაბამისად. როცა ისარზე შემოხვეული ქსოვილს უკიდებ ცეცხლს და გაისვრი ის ვერ იფრენს სწორი ტრაექტორიით. ვფიქრობ როგორც სტატიაშია აღნიშნული ამისათვის გამოყენებული იქნებოდა სპციალური კონსტრუქციის ისრები რომლებიც მეტნაკლებად იქნებოდა დაბალანსებული.
0 1 6