x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"იმპოსტორის სინდრომი": წარმატებული ადამიანებისა და ცნობადი სახეების მალული შიში
გრძნობთ თუ არა ხანდახან, რომ არ ხართ იმის ღირსი, რასაც მიაღწიეთ? თუ თქვენი პასუხია - კი, მაშინ დიდია ალბათობა იმისა, რომ "იმპოსტორის სინდრომი" - თქვენც გეხებათ, ისევე როგორც ბევრ სხვა ცნობად სახეებს, როგორიცაა: ნატალი პორტმანი, პენელოპა კრუზი, ტომ ჰარდი და კარა დელევინი. imageწინა საუკუნის 70-0ან წლებში, ამერიკელმა პროფესორმა, ფსიქოლოგმა პოლინ როუზ კლანსმა შეამჩნია პატარა მსგავსება წარმატებულ სტუდენტებს შორის, ობერლინის კოლეჯში, რომლებიც მასთან მოდიოდნენ კონსულტაციაზე. მიუხედავად მათი გამორჩეულად შესამჩნევი წარმატებისა სწავლაში, გოგონებს არ ტოვებდათ ის შეგრძნება, რომ ისინი ამის ღირსნი არ იყვნენ. თავის მიღწევებს ისინი ხსნიდნენ ჩვეულებრივი იღბალითა და ხელსაყრელი დამთხვევებით. პერიოდულად კი, უჩნდებოდათ გრძნობა, რომ მათ "გაშიფრავდნენ" და სასწავლებლიდან გარიცხავდნენ. კლანსი მოგვიანებით იხსენებდა, რომ: "ყველა ამ სტუდენტმა დაამთავრა პრესტიჟული სკოლა, მათ ჰქონდათ საუკეთესო ნიშნები და რეკომინდირებული წერილები, თუმცა ისინი, სრული სერიოზულობით, მიყვებოდნენ, რომ ეშინიათ არ ჩააგდონ გამოცდები: "დიდი ალბათობით, კომისიას რაღაცა შეეშალა ჩემი მიღებისას... მე - ობერლინის შეცდომა ვარ" - ამბობდნენ დამწუხრებულნი". 1985 წელს, როუზმა, თავისი დაკვირვებებისა და სამეცნიერო ნაშრომების საფუძველზე, გამოუშვა წიგნი "The Impostor Phenomenon: Overcoming the Fear that Haunts Your Success", რამდენიმე წლით ადრე კი გამოაქვეყნა სტატია, სადაც პირველად განსაზღვრა ეს ფენომენი. მან აღწერა "იმპოსტორის სინდრომი" როგორც "შინაგანი გრძნობა, სავსე ეჭვებით საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე, რომელიც უმეტესწილად ვრცელდება მაღალი დონის მიღწევების მქონე ქალებში".

თუმცა ნუთუ მხოლოდ ქალები არიან მიდრეკილნი ამ სინდრომისაკენ? როგორც აჩვენა მოგვიანებითმა, 90-იანი წლების გამოძიებამ, მამაკაცებსაც ახასიათებთ განცდები საკუთარ შესაძლებლობებსა და წარმატებებს შორის შეუსაბამობის შესახებ, თუმცა უფრო ნაკლები სიხშირით. ძლიერი სქესის წარმომადგენლები, პრინციპში, იშვიათად აღიარებენ საკუთარ შიშებს და იშვიათად სტუმრობენ ფსიქოლოგებს, შესაბამისად მათი მდგომარეობის გამოძიება ძნელია.

imageამ მომენტში არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ ადამიანების რომელი პროცენტია მიდრეკილი "იმპორსტორის სინდრომისაკენ", თუმცა ზოგიერთი ფსიქოლოგი ამბობს, რომ მთელ მსოფლიოში წარმატებული ადამიანების 70%-ი შესაძლოა ამას განიცდიდეს. ეს პრობლემა შესაძლოა განსაკუთრებულად მწვავედ ჩნდებოდეს ცხოვრების განსაზღვრულ მომენტებში: სერიოზული მიღწევების შემდეგ, კარიერული ზრდის დასაწყისში ან კი ჩვენი შესაძლებლობის შესახებ სხვის ნეგატიურ წარმოდგენებებზე შეჯახებისას. მაგალითად, ადამიანი, რომელიც დააწინაურეს, უეცრად იწყებს უკონტროლო შფოთვას: "მაგრამ მე არაფერი არვიცი, და არც ჩემი კვალიფიკაცია შეესაბამება ახალ თანამდებობას. როგორც კი უფროსობა ამას მიხვდება - ეგრევე გამიშვებენ სამსახურიდან".

აღმოჩნდა, რომ "ომპოსტორის სინდრომი" გავლენას ახდენს, აგრეთვე, ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი მასსა და საკუთარი კარიერის გააზრებულ შეჩერებას, დეპრესიასა და შფოთვის გაზრდილ დონეს შორის. ადამიანებს, რომელთა ეშინიათ საკუთარი უუნარობის გამოჩენის ან კი, სხვისი განსჯის ობიექტად გახდომის, ხანდახან შეუძლიათ აკეთონ არარაციონალური ნაბიჯები იმ მიზნით, რომ აღკვეთონ საკუთარი შიშების რეალიზაციის ალბათობა. მათ შესაძლოა უარი თქვან ან კი უხალისოდ და უხერხულობის შეგრძნებით მიიღონ საკუთარი მიღწევებით დამსახურებული საჩუქრები, შეიძლება ჩაიკეტონ თავიანთ თავში, რითაც ხელს უწყობენ დეპრესიის განვითარებასა და გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნის აუტანელი გრძნობის გამწვავებას.


"იმპოსტორის სინდრომი" და ცნობილი სახეები

ძნელი დასაჯერებელია ის ფაქტი, რომ ოსკარის მქონე მსახიობები და პოპულარული მოდელები შესაძლოა იყვნენ შეპყრობილნი საკუთარი მიღწევების მიუღებლობის შეგრძნებებით. მათ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით თაყვანისმცემლები ჰყავთ, რომლებიც ყოველდღიურად წერენ მათზე აღფრთოვანებულ პოსტებს სოციალურ ქსელში. ისინი მონაწილეობენ ცნობილი რეჟისორების ფილმებში და ღებულობენ პრესტიჟულ ჯილდოებს თავდადებული შრომისათვის. და მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მათგანი აღიარებს, რომ ეშინია ადამიანების მხრიდან მათი "გაშიფვრის" და თვლიან, რომ არ არიან ღირსნი რეგალიის ტარებისა.


პენელოპა კრუზი

image(CBS-ს ინტერვიუში):

"ყოველთვის, როდესაც ვიწყებ მუშაობას გადამღებ მოედანზე ახალი პროექტისათვის, მაქვს იმის შეგრძნება, რომ ყველაფერს ვაკეთებ პირველად. ყოველთვის მიჩნდება შიში იმისა, რომ გამათავისუფლებენ. და მე არ ვხუმრობ. გადაღების პირველივე კვირაში, ყოველ ფილმზე მგონია, რომ გამაგდებენ!".


ნატალი პორტმანი

image(ნაწყვეტი ჰარვარდის სტუდენტების წინაშე გამოსვლიდან):

"დღეს, უნივერსიტეტის დამთავრებიდან 12 წლის შემდეგ, მე მსურს ვაღიარო, რომ ჯერ კიდევ ვერ ვგრძნობ ჩემს ღირებულებას. მე მიწევს მუდმივად შევახსენო ჩემს თავს - "შენ აქ არ იმყოფები უმიზეზოდ". დღეს მე ვგრძნობ თავს ზუსტად ისე, როგორც მაშინ, როდესაც დავიწყე სწავლა ჰარვარდში, 1999 წელს. მაშინ მეგონა, რომ რაღაც შეცდომა მოხდა - რომ მე არ ვარ საკმარისად ჭკვიანი, იმისთვის, რომ აქ ვიმყოფებოდე და ყოველთვის, როდესაც პირს ვაღებდი, მიწევდა იმის დამტკიცება, რომ მე არა ვარ უბრალოდ სულელი მსახიობი. ხანდახან საკუთარი თავისადმი რწმენის არ ქონამ და გამოუცდელობამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენში სურვილი ისწრაფვოდეთ სტანდარტებისადმი და მოლოდინებისადმი, რომლებსაც სხვა ადამიანები გახვევენ. თუმცა, თქვენ შეძლებთ გამოიყენოთ თქვენი გამოუცდელობა შემდგომში, რათა განაგრძოთ საკუთარი გზა, რომელიც იქნება არა ნაკარნახევი, არამედ თქვენ მიერ განსაზღვრული".


ჯოდი ფოსტერი

image

(ფილმში "ბრალდებული" შესრულებული საუკეთესო ქალი როლისთვის "ოსკარის" მიღებისას)

"მე ყოველთივს მეჩვენებოდა, რომ ყველაფერი უბრალო დამთხვევა იყო. იგივეს ვგრძნობდი, როდესაც პირველად შევდიოდი იელის კამპუსში. მე ახლაც ვფიქრობდი, რომ ყველაფერი გამოვლინდება და ისინი წაიღებენ "ოსკარს" უკან".

კარა დელევინი

image(Time, Motto):

" ძნელია, როდესაც შენ მთელი ძალებით ცდილობ გაახალისო და გააბედნიერო ადამიანები იმით, რასაც აკეთებ, და ისინი მაინც უკმაყოფილონი რჩებიან. ამ დროს კი, შენ ფიქრობ: "მე ძალიან ვცდილობდი და ჩემი მაქსიმალური გავაკეთე. მე სრულიად ძალაგამოცლილი ვარ". უკვე გეჩვენება, რომ მუდმივად გულს უცრუვებ გარშემომყოფებს და გიჩნდება კითხვა: "რის გაკეთებს ვცდილობ საერთოდ? ვისთვისაა ეს ყველაფერი?". გარკვეული პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ სამუშაო და სხვისი კეთილგანწყობის მოპოვება - ცხოვრებაში მთავარი არ არის. რა თქმა უნდა, კარიერა - მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ყველაფერი არაა. კი, მე ამაყი ვარ ჩემი მიღწევებით, თუმცავერ ვიტყვი, რომ უსაზღვრო სიხარულს განვიცდი მათ მიმართ".


ემა უტსონი

image(Rookie-ის ინტერვიუ):

"მეჩვენება, რომ რაც უფრო უკეთესაც გამომდის რამე, მით უფრო ვგრძნობ ჩემს არასრულფასოვნებას, რადგან ნებისმიერ მომენტში შეიძლება ვინმე მიხვდეს, რომ მე ჩვეულებრივი "თაღლითი" ვარ და არ ვიმსახურებ იმას, რასაც მივაღწიე. მე არ გამომდის მუდმივად შევესაბამებოდე სხვის მოლოდინებს ჩემს თავზე. ეს უცნაურია - ხანდახან წარმატება შეიძლება იყოს დაუჯერებლად სიცოცხლის დამადასტურებელი, ხანდახან კი საშინლად მანერვიულებს: შენ ცდილობ გაანალიზო თუ როგორ აღიქვამ, აანალიზებ საკუთარ თავს და როგორ აღგიქვამს შენ მთელი მსოფლიო".


ტომ ჰარდი

image

Esquire-ის ინტერვიუ):

"ვფიქრობ, ადამიანები დაბნეულნი არიან, ვერ ხვდებიან რა საჭიროა ჩემთან ინტერვიუს ჩაწერა. "ვინ ჯანდაბაა ეს ბიჭი მორყეული კბილებითა და წვერებით? ვინ არის ეს მახინჯი?" გეუბნებით: არავინ არ იყიდის ჟურნალს, რომლის გარეკანზე წვერიანი, გიჟი ადამიანია".


















0
326
1-ს მოსწონს
ავტორი:თაზუ
თაზუ
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0