x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
პუტინი ემზადებოდა 9 მაისს უკრაინაში გაემართა გამარჯვების აღლუმი, მაგრამ მისმა ოცნებამ "ჩაილურის წყალი დალია"
image
მართალია რუსეთის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა აპირებდა ჩაეტარებინა "ბლიც-კრიგი" უკრაინაში სამხედრო ოპერაციის მხრივ და ფართომასშტაბიან აგრესიას სპეცოპერაციაც კი დაარქვეს, მაგრამ როგორც იტყვიან "კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ".


უკრაინა საკმაოდ კარგად მომზადებული დახვდა აგრესორს, გარდა ამისა საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომისაგან განსხვავებით აშშ და ევროპა შეშფოთება-აღშფოთებით არ შემოიფარგლა და უკრაინას მასშტაბური სახის დახმარებას უწევს სამხედრო ტექნიკით და საბრძოლო მასალით.
ზედა სურათზე ჩანს ქალაქ იზიუმის გარეუბანში უკრაინელების მიერ აფეთქებული რუსული საბრძოლო მასალით და საწვავით დატვირთული ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სამხედრო-სატვირთოების აფეთქება.
პუტინი ახლა გაშმაგებით ცდილობს დონბასში მიაღწიოს ხელშესავლებ წარმატებებს და არც ეს გამოდის, მარიუპოლის გმირი დამცველების წინააღმდეგ ბირთვული ქობინის გარდა გამოიყენა ყველა სახის რაკეტა, ჭურვი თუ ბომბი, მაგრამ ქალაქზე სრული კონტროლის დამყარება სრულად ალყაშემორტყმულ ქალაქზე ვერ შესძლო.


წუხელ ორჯერ ჰქონდათ რუს აგრესორებს მცდელობა "აზოვსტალი" აეღოთ შტურმითთუმცა პოლკმა"აზოვმა" და საზღვაო ქვეითების ბრიგადამ აგრესორებს ამისი საშუალება არ მისცა (საზღვაო ქვეითების რიგებს ქალაქის სრულ იზოლაციამდე რამდენიმე დღით ადრე დაუბრუნდა მამაჩემი, რომელსაც საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის აღნიშნული ბრიგადის მომზადებაში).
ფაქტია, რომ "აზოვსაც" და საზღვაო ქვეითებსაც ნებისმიერ შემთხვევაში დახმარება ჭირდება, მაგრამ ქალაქის მდებარეობის სპეციფიურობის გამო დღემდე ვერ მოხერხდა ბრიგადის გნებავთ ბატალიონის დონის დაჯგუფების შეყვანა ყველა მხრიდან ალყაში მყოფ ქალაქში. ქალაქის ერთ მხარესაა ზღვა დანარჩენ მხარეს კი გაშლილი ვაკეა, სადაც რამდენიმე ათეული კილომეტრის მანძილზე ტყეც კი არაა.


მძიმე ბრძოლების და ჯერჯერობით დაუცველი ცის პირობებში უკრაინული არმია, მოხალისეები და ტერიტორიული თავდაცვის ძალები ახერხებენ აგრესორის არათუ შეკავებას, არამედ კონტრშეტევაზე გადასვლას და ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლებას.



უკრაინაში უკვე ტყეეფი გაიფოთლა და პარტიზანულმა ჯგუფმაც აქტიური მოქმდებები დაიწყეს, გარდა ამისა უკრაინის ნოყიერი და რბილი მიწა დამატებით ბარიერს უქმნის რუსულ მძიმე ტექნიკას.


მართალია რუსები აქებენ სადესანტო ჯარებს, მაგრამ ამ ვიდეოში კარგად ჩანს მათი "ვაჟკაცობა", პრაქტიკულად დაუზიანებელი მედესანტეთა საბრძოლო მანქანები ბრძოლის ველზე დაყარეს და გაიქცნენ. შესაძლოა ლოჯისტიკის ჩავარდნის გამო საწვავიც დაუმთავრდათ, მაგრამ აუფეთქებელი და დაუნაღმავი ტექნიკის დატოვება მხოლოდ მაგრად შეშინებულ "მებრძოლს" თუ შეუძლია.




+12

0
129
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
129