x
მეტი
  • 02.10.2022
  • სტატია:122696
  • ვიდეო:355137
  • სურათი:494963
ქალი გლადიატორი, რომელმაც 200-მდე მამაკაცი გამოასალმა სიცოცხლეს

image
გლადიატორთა ბრძოლები ძველ რომში იყო ოდა ადამიანის სხეულის სილამაზის, სიმტკიცისა და წარმოუდგენელი სისასტიკისთვის. გლადიატორთა შორის იყვნენ სუსტი სქესის წარმომადგენლებიც, მათ შორის გალდათ ჰერარდესკა მანუტიუსიც (Gerardesca Manutius).

გოგონა გაქცეული მონა იყო, რომელიც შეუერთდა სპარტაკის აჯანყებას. თავდაპირველად, მისი როლი მეამბოხეებთან ინტიმური კავშირით შემოიფარგლებოდა, მაგრამ ძალიან მალე ყველაფერი შეიცვალა. მან დაიწყო ხელჩართული ბრძოლის ტექნიკის შესწავლა და ვარჯიში ხმლებით ბრძოლაში. მოსაზრების თანახმად, მის მიმართ გეთილგანწყობილი იყო თავად სპარტაკი.
image
71 წელს ლუკანიის ბრძოლა აჯანყებულთა არმიისთვის საბედისწერო არმოჩნდა. აჯანყებულთა ლიდერი მოკლეს ჰერარდესკა კი მრავალრიცხოვან ტყვეთა შორის აღმოჩნდა. საშინელი ჩვეულების თანახმად, გზებზე აღმართულ ჯვრებზე ჯვარს აცვეს 6000 ტყვე. მათ შორის გახლდათ ჩვენი ამბის გმირიც, მაგრამ იმ დღეს მას ბედმა გაუღიმა.
image
გენერალმა კრასუსმა ის სხვათა შორის შენიშნა, რადგან გატანჯული, სისხლიანი და ჭუჭყიანიც კი ლამაზი იყო: გოგონას პროპორციული სხეულის ფორმები გააჩნდა, ჰქონდა ლამაზი შავი თმა და ბრინჯაოს ელფერის გლუვი კანი. ხანგრძლივმა ვარჯიშმა კი დახვეწა მისი სხეული, რითაც ფიგურა სრულყოფილი გაუხდა.
image
გენერალს მოეწონა ქალი-გლადიატორი. ბრძანა მისი ჯვრიდან ჩამოხსნა და კარავში წაყვანა. მაგრამ გამოჩენილ მთავარსარდალს არ შეეძლო მისი გათავისუფლება: რომაული საზოგადოება აჯანყებული მონების სისხლის ცხოველური წყურვილით იყო სავსე. და მარკუს კრასუსმა, ახალგაზრდა ქალის სილამაზით დატყვევებულმა, გადაწყვიტა მისი გაგზავნა კაპუაში, გლადიატორთა სახლში.
image
ქალმა გლადიატორთა ბრძოლის საფუძვლები სწრაფად გაითავისა: სამხედრო გამოცდილებამ იმოქმედა. სამი კვირის შემდეგ პირველად გავიდა არენაზე. მისი მეტოქე მაშინდელი ცნობილი მებრძოლი თრაკიელი იყო.
image
მაყურებელს თავისი რჩეულის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებოდა. მაგრამ გოგონას 5 წუთი დასჭირდა მოწინააღმდეგესთან გამკლავებისთვის და ცრუ მანევრის შედეგად გლადიუსი (რომაული ხმალი) მამაკას საზარდულში ჩაერჭო.

მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ჰერარდესკა იბრძოდა სიცოცხლის უფლებისთვის, ფაქტიურად. მისი მეტოქეები საუკეთესოთა შორის საუკეთესოები იყვნენ - კაცებიც და ქალებიც. მონის გამბედაობამ და მოხერხებულობამ მაყურებელი მოხიბლა. ქალი-გლადიატორის პოპულარობა გაიზარდა და ჩანდა, რომ ძალიან მალე იგი მიიღებდა ნანატრ თავისუფლებას.
image
ერთ წელზე ნაკლებ დროში მან 200-მდე ბრძოლა ჩაატარა და ყველადან გამარჯვებული გამოვიდა. მაგრამ შემდეგში, რომელიც, საზოგადოების აზრით, ყველაზე მარტივი უნდა ჰოფილიყო ჰერარდესკასთვის, იგი შეებრძოლა ორ ჯუჯას. რაღაც მომენტში, მან კონცენტრირება მოახდინა ერთ-ერთ მათგანთან ბრძლოაზე, ამ დროს კი მეორე მოწინააღმდეგე უკნიდან მიეპარა და თირკმელების მიდამოში ჩასცა სამკაპი. მეომარი ქალი დაეცა და ხელის ჟესტიკულაციით ითხვა შეწყალება. მაგრამ, მიუხედავად აღიარებისა და დიდებისა, საზოგადოებას გაახსენდა, რომ ის აჯანყებაში მონაწილეობდა. გუშინდელი ფავორიტის ბედი წამებში გადაწყდა:სამკაპები მის მკერდსა და მუცელში აღმოჩნდა და ყველაზე კაშკაშა ქალი-გლადიატორის სიცოცხლე შეწყდა.

მაგრამ მან ისტორიაში ძალიან შესამჩნევი კვალი დატოვა, რის შემდეგაც რომში ქალ-გლადიატორთა პოპულარობა წარმოუდგენლად გაიზარდა.







3
530
8-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
Mediator image
Mediator image
530
  
ნეტავ სულ არ არსებობდეს ეს სიტყვა - " მაგრამ"
4 მაისი, 18:11
მოხერხებას+გამოცდილება და საზოგადოებამ მიიღო პროფესიონალი ქალი გლადიატორი, მაგრამ ხდება ხოლმე როცა მეტისმეტად თავდაჯერებული ხდები და სწორედ მაშინ უშვებ შეცდომას.
სამწუხაროა, წამიკითხავს ამ გლადიატორი ქალის ისტორია, 3- ბრძოლის შემდეგ უნდა მიეცათ ხის ხმალი რაც მას მონობისგან გაანთავისუფლებდა, მაგრამ!!!
0 1 3