x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ები ევილი - სანტა მონიკას კუნთების დედოფალი

image
„იმ დროს სიმძიმეების აწევა ქალის საქმედ ნამდვილათ არ ითვლებოდა. ფიქრობდნენ, რომ თუ ქალები ამ საქმეს მოჰკიდებდნენ ხელს მამაკაცურები გახდებოდნენ. ჩვენ ვიცინოდით, რადგან ვიცოდით, რომ ისინი ცდებოდნენ."

ეს სიტყვები იყო კალიფორნიის პირველი ძალოსნი ქალის ცხოვრების დევიზი და მნიშვნელობა.
image
ები ევილი სანტა მონიკიდან, კალიფორნია, დაიბადა 1917 წლის 11 აგვისტოს. ბავშვობაში მან მიიღო მეტსახელი "პიშკა". ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მალე ამ სახელით გახდებოდა ცნობილი მთელ მსოფლიოში. როგორც კი საშუალო სკოლა დაამთავრა, მჯდომარე სამუშაოს მიჰყო ხელი, სადაც სატელეფონო ზარებს ფასუხობდა, მაგრამ მალე იმედგაცრუებული დრჩა იმის გამო, თუ როგორ მოქმედებდა უძრაობა მის სხეულზე, ამიტომ მან დაიწყო სიმძიმეების აწევა.
image
"პიშკა" ები იყო მძლეოსნის შესანიშნავი მაგალითი. ის აოცებდა ადამიანებს თავისი ტრიუკებით. 155 სანტიმეტრი სიმაღლით და 52 კილოგრამი წონით შეეძლო, ქმრის ხელემზე მდგომს, 45 კილოგრამიანი შტანგა დაეჭირა ხელში. ები ამაყობდა თავისი მტკიცე დამრთელობითა და ფიზიკური ფორმით, სიამოვნებით ახდენდა თავისი ფიგურის დემონსტრირებას და პოზირებდა თავისი ეპფოქის ცნობილ ძალოსნებთან ერთად - როგორებიცაა სტივ რივზი, ჯორჯ ეიფერმანი, ჯო გოლდი და ჯონ გრიმეკი.
image
1947 წელს ებიმ და მისმა მეუღლემ ლესმა მოაწყვეს პირველი ქალ ძალოსანთა შეჯიბრი შეერთებულ შტატებში. 1948 წელს მას მიენიჭა სახელი "მის სპორტულ ვენერა." ფიზიკური კულტურის პიონერმა ბერნარდ მაკფადენმა მას 1000$ ფულადი ჯილდო გადასცა. ები ასევე წერდა სტატიებს ჟურნალისთვის Strength and Health და მისი სტატიები პოპულარული იყო როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ებიმ მიიღო საპატიო ჯილდო ვეტერან ძალოსანთა ასოციაციისგან 1991 წელს.
image
1988 წელს მიიღო სტივ რივზის საერთაშორისო საზოგადოების პიონერის ჯილდო, ხოლო 2000 წელს იგი შეიყვანეს ჯო ვეიდერის დიდების დარბაზში. იგი გარდაიცვალა ალცჰეიმერის დაავადებით 2006 წლის 26 ივნისს 88 წლის ასაკში.
imageimageimage









0
227
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0