x
image
თუთიკო ბერძენა
Mediator image
როგორ "გადაუხადეს სამაგიერო" სოჭში მსოფლიო მუსიკის ლეგენდას, პოლ მაკარტნის უკრაინის დროშის ფრიალის გამო
image


დღეს თუკი ვინმე ხელოვნების სფეროში ეპოქალურ ლეგენდად იქცა, არავინ დარჩენილა გულგრილი რუსეთის თავდასხმის მიმართ უკრაინაზე.


ბრიტანელმა მუსიკოსმა და The Beatles-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლეგენდარულმა პოლ მაკარტნიმ აშშ-ში გამართულ კონცერტზე უკრაინელებისადმი მხარდაჭერა განსაკუთრებულად გამოხატა.


ქალაქ სპოკანში (ვაშინგტონი) სპექტაკლის დროს ვარსკვლავმა სცენაზე უკრაინის დროშა აიტანა და დაიწყო მისი ფრიალი.



ეს მოხდა მუსიკოსის მსოფლიო ტურის ფარგლებში, სახელწოდებით Got Back. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა პოლ მაკარტნიმ საჯაროდ გაამახვილა ყურადღება რუსეთის ომზე უკრაინის წინააღმდეგ. თებერვალში მან მაიდან ნეზალეჟნოსტის ფოტო გამოაქვეყნა და უკრაინაში ვიზიტი გაიხსენა.

image

„ჩვენ გვახსოვს, როგორ ვუკრავდით ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში 2008 წელს მაიდან ნეზალეჟნოსტიზე და მათზე ვფიქრობთ ამ რთულ დროსაც. ჩვენ ვუგზავნით ჩვენს სიყვარულს და მხარდაჭერას უკრაინლებს“, - თქვა მუსიკოსმა.

image

ამ ფაქტის საინფორმაციო სივრცეში გავრცელებისთანავე სოჭში გაანადგურეს გრაფიტები "ბითლზის" პორტრეტებით, რათა მათ ადგილას გამოესახათ ფადეევის "ახალგაზრდა გვარდიის" გმირების პორტრეტები.


image


0
366
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
366
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0