x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"უეფა"-მ რუსული ფეხბურთი მთლიანად დაბლოკა - ცნობილი გახდა ვინ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე "ზენიტის" ნაცვლად
image

უეფამ რუსეთის გუნდებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობაზე აკრძალვა გაუხანგრძლივა.


რუსული საფეხბურთო კლუბები 2022/2023 წლების სეზონში ევროტურნირებზე მონაწილეობას ვერ მიღებენ ამის შესახებ ევროპის საფეხბურთო ასოციაციების (UEFA) ვებგვერდი იტყობინება.


რუსული გუნდები არ ითამაშებენ ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპა ლიგასა და საკონფერენციო ლიგაში. კერძოდ, აკრძალვა შეეხო ქალთა და ახალგაზრდულ გუნდებსაც. ასევე, რუსეთის ფუტსალისა და პლაჟის ფეხბურთის გუნდების გამოძევებული იქნა საერთაშორისო ტურნირებიდან.



მომავალ სეზონში ხუთი კლუბი უნდა წარმოედგინა რუსეთს ევროპის საფეხბურთო თასებზე. "ზენიტს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უნდა ეთამაშა, რუსეთის პრემიერ ლიგის ვერცხლის მედალოსანს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებზე, რუსეთის თასის გამარჯვებულს ევროლიგაზე, ხოლო კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე და მეოთხე ადგილზე გასულ გუნდებს.


ცნობილი გახდა ვინ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე "ზენიტის" ნაცვლად, ეს იქნება შოტლანდიის ჩემპიონი, ამჟამად ორი გამოკვეთილი ფავორიტი იბრძვის ჩემპიონობისთვის ესაა "აბერდინი" 82 ქულით, მას 6 ქულით ჩამორჩება "რეინჯერსი".


შეგახსენებთ, 28 თებერვალს, საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაციამ და უეფამ აუკრძალეს რუსეთის კლუბებსა და ეროვნულ გუნდებს მათი ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობა.

გუნდები გარიცხულია ყველა შეჯიბრებიდან, მათ შორის ყატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიდანაც.

0
104
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0