x
მეტი
  • 01.07.2022
  • სტატია:120477
  • ვიდეო:354481
  • სურათი:492577
მედვედევის აზრით, სამშვიდობო ხელშეკრულების შემთხვევაში ზელენსკის ყველა ვარიანტში ცუდი მომავალი ელის

image

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დროს გაწელავს და არ მოაწერს ხელს რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებას.


ამაში დარწმუნებულია უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი.


თავის "ტელეგრამის" არხზე მედვედევმა განაცხადა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება ზელენსკისთვის არახელსაყრელია. ის გააგრძელებს დასავლეთისგან ფულისა და იარაღის თხოვნას.



უკრაინის პრეზიდენტი მოსახლეობაზე ზრუნვის იმიტაციას გააგრძელებს. გზადაგზა კი რუს ჟურნალისტებს გაუგზავნის მკვლელებს და გაავრცელებს ფეიკებს.


„ზელენსკის თანამდებობაზე დარჩენის სხვა გზა არ აქვს“, დარწმუნებულია დიმიტრი მედვედევი.

image

პოლიტიკოსის თქმით, თუ რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდება, ვლადიმერ ზელენსკის არასახარბიელო ბედი ემუქრება. მისთვის ეს იქნება "დასასრული". ან სწრაფად- ნაცისტებისგან, რომლებიც მას ჩამოახრჩობენ "მოსკოვთან გარიგებისთვის". ან ნელა- კონკურენტებისგან, რომლებიც მას მოხსნიან და წამოაძახებენ როგორც "პრეზიდენტს, რომელმაც ომი წააგო", - განაცხადა მედვედევმა.


მანამდე დიმიტრი მედვედევმა მსოფლიოს შეახსენა, თუ რა შემთხვევაში გამოიყენებს ბირთულ იარაღს, როგორც მედვედევმა აღნიშნა, ყველა ასეთი შემთხვევა მითითებულია შესაბამის დოკუმენტში, რომელიც დამტკიცებულია პრეზიდენტის ბრძანებულებით.


პირველი სიტუაციაა, როდესაც ახორციელებენ ატომური სარაკეტო დარტყმას რუსეთის წინააღმდეგ, მეორე არის ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, მესამე არის თავდასხმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რის შედეგადაც რუსული ბირთვული შეკავების ძალები პარალიზებულია. გარდა ამისა, რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი, როდესაც აგრესია განხორციელდება მისი ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლის დროსაც საფრთხე ემუქრება ქვეყნის არსებობას.



”მაგრამ მე ვსაუბრობ ამაზე იმიტომ, რომ ეს კითხვა დაისვა. ცხადია, ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ მოლაპარაკებები, დიპლომატიური ძალისხმევა ურთულეს სიტუაციებში, როგორიცაა ის, რაც მაგალითად, უკრაინის ირგვლივ ჩამოყალიბდა, მაინც საუკეთესო და სწორი გზაა“, - განაცხადა მედვედევმა.


0
310
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0