x
მეტი
  • 18.08.2022
  • სტატია:121619
  • ვიდეო:354854
  • სურათი:493738
ვინ არის დოქტორ ლექტერის პროტოტიპი

image
რობერტ მოდსლი ბრიტანეთის ციხეში 1979 წლიდან იმყოფება და დღემდე აშინებს მოსახლეობას. საქმე მხოლოდ მის სისასტიკეში არ არის, არამედ იმაშიც, რომ მოდსლიმ ერთი ძალიან საშინელი ფიცი დადო.

მანიაკის საკანს „შუშის გალიას“ უწოდებენ, თუმცა ის სინამდვილეში არ არის გალია და არც მინისგან არის დამზადებული. 47 წლის განმავლობაში მოდსლი დღეში 23 საათს ატარებს 4, 5 x 5 მეტრიან ოთახში, რომელიც აგებულია ტყვიაგაუმტარი პლექსიგლასისგან. ავეჯი იქ დაპრესილი მუყაოსგანაა დამზადებული. მკვლელს სძინავს ბეტონის ფილაზე, უნიტაზი და ნიჟარა იატაკზეა მიმაგრებული. უეიკფილდის ციხე, სადაც დამნაშავე იმყოფება, დასავლეთ იორკშირში მდებარეობს და მას მონსტრების სასახლეს უწოდებენ. სწორედ რობერტ მოდსლის ბიოგრაფია დაედო საფუძვლად კინოს ერთ-ერთ ყველაზე საშინელ პერსონაჟს - დოქტორ ჰანიბალ ლექტერს.

რატომ აღმოჩნდა მოდსლი ამ ციხეში და რატომ არის ის ჯერ კიდევ საშიში?
image
რობერტი გაიზარდა ლივერპულის ხელმოკლე ოჯახში. ქუჩაში ადრე აღმოჩნდა და იძულებული გახდა საკუთარი თავით ევაჭრა. იგი გახდა ნარკომანი და იყო მუდმივად დეპრესიული: მას ჰქონდა რამდენიმე თვითმკვლელობის მცდელობა. სხვათა შორის, სოციალურმა მუშაკებმა და ექიმებმა აღნიშნეს, რომ რობერტი ძალიან ჭკვიანი და კარგად აღრზდილი ბავშვი იყო. მაგრამ მისი ფსიქიკა სამუდამოდ დაინგრა. ის ციხეში 21 წლის ასაკში მოხვდა მას შემდეგ, რაც სასტიკად სცემა კლიენტი, რომელიც მას ბავშვების გარყვნილ სურათებს აჩვენებდა. მოდსლის მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა და მოათავსეს ციხეში, სადაც სასტიკად გაუსწორდა თანამესაკნე პედოფილს. გარდა ამისა, მან შეჭამა გარდაცვლილის ტვინის ნაწილი. სწორედ იმ მომენტში მოდსლის მეტსახელად კოვზი შეარქვეს.
image
ამ ინციდენტის შემდეგ რობერტი გადაიყვანეს უფრო მკაცრ ციხეში, სადაც ხოცვა-ჟლეტა მოაწყო. ამის შემდეგ კი მამაკაცი „შუშის გალიაში“ მოათავსეს.
"გალიაში ყოფნის წლების განმავლობაში, მოდსლი რეგულარულად მიმართავდა ციხის ხელმძღვანელობას სხვადასხვა თხოვნით: : მიეღო თავისი თუთიყუში და ირწმუნებოდა, რომ არ შეჭამდა მას, ითხოვდა რომ მიეცათ ურთიერთობის უფლება ვინმესთან მაინც. ასევე მოითხოვდა, რომ მიეცათ მისთვის ციანიდის კაფსულა. ყველა განაცხადი უარყოფილი იქნა.
image
ერთადერთი, ვისთანაც მოდსლი მიმოწერით ურთიერთობს, არის მისი 40 წლის ძმისშვილი გევინი. ძმისშვილმა მე-5 არხის გადამღებს განუცხადა, რომ მრავალი წლის ციხეში გატარების შემდეგ, ბიძამისმა დაიწყო რაღაც სიამოვნების მიღება ნორმალური კომუნიკაციის არარსებობისგან და ახლა ის სრულიად კმაყოფილია ამ მდგომარეობით.
image
მაგრამ შოკის მომგვრელი სულ სხვა რამაა: : რობერტ მოდსლი არ ნანობს, რაც ჩაიდინა და იფიცება, რომ კვალვ მოკლავს პირველივე შესაძლებლობისთანავე.






8
275
8-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
Mediator image
Mediator image
275
  
ალბათ ოდესმე მივაღწევთ იმ დონემდე, რომ მგავსი ადამიანების განკურნებას შევძლებთ.
ესეც შესაძლებელია. ფაქტია, რომ ადამიანმა თავისი სახე დაკარგა და მხეცად იქცა.
3 მაისი, 13:16
როგორ შემეცოდაააა. რა უბედური ადამიანია :-(
გეთანხმებით! თუმცა ჩემი აზრით, საკუთარი თავის ყიდვა-გაყიდვამდე რომ მივიდა, მანამდე იქნებოდა მსხვერპლი.
დიდი ალბათობით. მას ხომ საკუთარი თავის გაყიდვა უწევდა ფაქტიურად. ალბათ ამიტომაც უსწორდებოდა პედოფილებს.
ჩიკატილოს და მრავალ მისთანათა მსგავსად, ეს პიროვნებაც ბავშვობაში რაიმე ძალადობის მსხვერპლი იქნებოდა(
რათქმაუნდა. ანადგურებს ადამიანს ნარკოტიკი.
3 მაისი, 12:44
ნარკომანია ანგრევს ადამიანის ფსიქიკას, უამრავი თავის დროზე უწესიერესი ნაცნობი გაანადგურა, ფიზიკურად და მორალურად. :(
0 1 8