x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დოსტოევსკი: "ყოველი ადამიანი უპირველეს ყოვლისა რუსი უნდა გახდეს"
image

ფიოდორ დოსტოევსკის წარმოჩენას ბევრი ცდილობს, როგორც რუსული მანკიერების და ერის შეურიგებელი მტრისას. თუმცა ერთი, რომ დოსტოევსკის ძარღვებში მხოლოდ რუსული სისხლი არ მიედინებოდა და მეორეც - ის შეიძლება იყოს მამხილებელი, მაგრამ არა ანტირუსული მსოფლმხედველობის მატარებელი.


ქართველებს უყვართ დოსტოევსკის – ეპილეპტიური კონვულსიებითა და აპოკალიპტური ზმანებებით გათანგული რუსი მოაზროვნის ციტატების მოტანა. არ უყვართ ბოროტი რუსეთი, მაგრამ უყვართ დოსტოევსკის "კეთილი, მესიანური" იდეები...


არადა ეს მწერალი სულით ხორცამდე რუსია, რუსული სულის და რუსი ადამიანის მსოფლიო ისტორიული დანიშნულების უდიდესი აპოლოგეტი, უფრო მეტადაც, ვიდრე პუშკინი, ტურგენევი, ჩეხოვი, ბულგაკოვი და თვით ტოლსტოიც კი.



მსოფლიო დოსტოევსკის "იდიოტსა" და "კარამაზოვებზე" უფრო "დანაშაულითა და სასჯელით" იცნობს, რომელიც მარადიულ კითხვებს სვამს. ვფიქრობ, სწორედ დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელი" არის გასაღები ამ აპოკალიპტური მისიით შეპყრობილი და სულით დაავადებული ერის რაობის გარკვევაში, რომლის ღვიძლი შვილიც თვითონ იყო (მწერლისავე სიტყვებით).


ბევრი, ვისაც ეს წიგნი წაუკითხავს, ვერ აცნობიერებს, სინამდვილეში რატომ კლავს ახალგაზრდა ნასტუდენტარი რასკოლნიკოვი ტიპური რუსული იარაღით – ნაჯახით მოხუცს და მის დას. ეს არაა რუტინული მკვლელობა ძარცვის, შურისძიების, ანგარების, წოდებრივი უთანასწორობის ან სხვა მოტივით. ზოგიერთი ამ წიგნს უყურებს, როგორც ერთი საშინელი მკვლელობის და გმირის სულიერი ტანჯვის ისტორიას.


სინამდვილეში მიზეზი სამედიცინო–ფსიქოლოგიურია, ზოგადფილოსოფიურია, ისაა, რაც დღეს რუს ერს განადგურების, წამებისა და მკვლელობისაკენ უბიძგებს. აქ დანაშაულის დაუსჯელად ჩადენის საზღვრებია მოსინჯული და ადამიანის გასანადგურებელ მატლად წარმოდგენის მცდელობაა.


დღევანდელი დიდი რასკოლნიკოვია პუტინი მთელ რუს ერთან ერთად, რომელიც კლავს და თან შესაძლებლობას ამოწმებს, შერჩება თუ არა ეს ყველაფერი, როგორც უზენაესი მისია. რუსული ნაჯახი ისევ აღმართულია, ოღონდ უკვე ევროპის თავზე.


საოცარია და თვითონ დოსტოევსკი ნათელმხილველივით წერდა:


"შესაძლოა ოდესმე როგორც ჩვენი, ისე ევროპელების მოწინავე გონება რუსული დანაშაულის ფსიქოლოგიით დაინტერესდეს, რადგან თემა ღირს კვლევად. მაგრამ ეს კვლევა ჩატარდება მოგვიანებით, თავისუფალ დროს, მაშინ როდესაც ჩვენი დღევანდელი მომენტის მთელი ტრაგიკული დაუდევრობა უფრო შორეულ პლანზე გადაინაცვლებს. ასე რომ, ის შეიძლება შესწავლილი იქნეს, უფრო ჭკვიანურად და მიუკერძოებლად, ვიდრე მე ვაკეთებდი.."


მეტი რაღა ეთქვა, დღეს მსოფლიო მასშტაბით დადგა ამის დროც – დრო რუსული დანაშაულის შესწავლისა. აღსანიშნავია, რომ თვითონ დოსტოებსკის მამა, პროფესიით ექიმი, მეტად დესპოტური ხასიათით გამოირჩეოდა და საკუთარმა ყმა გლეხებმა მოკლეს.


დოსტოევსკი ურუსეთოდ ვერ ძლებდა, ევროპაში ხეტიალისას იგი არ გაცნობია არცერთ დიდ ევროპელ მოაზროვნეს, აზრით და გულით ყოველთვის რუსეთთან იყო. სულ ცდილობდა სამშობლოში ჩამოსულიყო, წვალობდა. რუსეთის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელიაო, გაიძახოდა, თუმცა რუსეთი ეკონომიურად არასოდეს დახმარებია და შიმშილობდა კიდეც გერმანიაში.


საშინელი სისასტიკით ესხმოდა თავს დოსტოევსკი ევროპულ ღირებულებებს. "ჩვენ, რუსები ყველაფრის გამგებნი ვართ, თქვენ კი გონებაშეზღუდული ადამიანები" – მიმართავს ევროპელებს.


მისი აზრით, რუსეთში ყველაფერი სამართლიანია და ამ ქვეყნის გაგება მხოლოდ რწმენით შეიძლება და არა გონებით.


იგი წერს: "ყოველი ადამიანი უპირველეს ყოვლისა რუსი უნდა გახდეს". თურმე მხოლოდ ამის შემდეგ იღებს დასაბამს ახალი სამყარო. რუსმა ღვთისმეტყველმა ერმა ჯერ მახვილით უნდა დაიპყროს ტერიტორია და მხოლოდ ამის შემდეგ სტყორცნოს თავის საბოლოო სიტყვა კაცობრიობას. ეს სიტყვა კი იქნება "შერიგება" . სამოცი წელი განუწყვეტლივ ეძებდა იგი ამ დიდ რუსულ ღმერთს და მაინც მის უპოვნელად დატოვა წუთისოფელი.


შემთხვევითი არაა, რომ ნიცშეც საკმაოდაა დავალებული დოსტოევსკის მესიანური იდეებისაგან, ოღონდ იმ სხვაობით, რომ რუსი მოაზროვნე ელოდა რუს ქრისტიანულ ზეკაცს, რომელიც მსოფლიოს ახალი ერის დაბადებას აუწყებდა.


140 მილიონიან რუსეთთან არავინ და არაფერი ასოცირდება ისე, როგორც დოსტოევსკი. სწორედ მან განაცხადა ზეიმზე პუშკინის ძეგლის გახსნისას, რომ "რუსეთს თვით ღმერთმა დააკისრა უდიდესი ზოგადსაკაცობრიო წმიდათა წმიდა მისია და აღასრულებს კიდევაც მას".


დღეს კი გენიალური შემოქმედის, მაგრამ ცხოვრებაში საშინელი პიროვნების, შავრაზმელის, დებთან მიწის გაყოფისას კინკლაობაში სულამომძვრალი ლუდომანის - დოსტოევსკის იმედგასაცრუებლად სრულიად მსოფლიო ხედავს, რა მანადგურებელი მისიაცა აქვს "მართლმადიდებელ" რუსეთს დაკისრებული და როგორი სულისკვეთებით აღასრულებს მას!...

5
533
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
533
  
მონღოლების გენები ნამდვილად არის რუსების სისხლში,მაგრამ მთლიანად მონღოლები დაუძახო,არ იქნება მართებული. ქრისტეს შობიდან მოყოლებული ყველა დამპყრობელს ქონდა ერთნაირი მიდგომა,მხოლოდ ერთი იყო განსხვავებული მიდგომის. ჩვენი დამპყრობლები ცდილობდნენ,რომ გაენადგურებინათ საქართველო და მიზანში იღებდნენ სარწმუნოებას,ასე იქცეოდნენ არაბები,თურქები,ოსმალები,სპარსელები და რუსებიც კი,მხოლოდ მონღოლებს ეკიდათ და ხარკის აკრეფაზე იყვნენ მოწადნებულები. თუ ფულს მისცემდი და მის რეგალიებს აღიარებდი,მაშინ ფეხებზე ეკიდათ რა გწამდა და სად დადიოდი სალოცავად. რუსებს თუ განვიხილავთ მონღოლებად,არ ჯდება ამ კანონზომიერებაში. დღეს და არა მარტო,რაც ხდება ეკლესიაში და საპატრიაქოში არის რუსული გავლენის და გაფარჩაკების ბრალი. ხო თითქოს მართმადიდებლები არიან ისინიც,მაგრამ ეგრეც არ არის,არიან იმიტომ რო ასეთი პოლიტიკა აქვთ. აკაკი წერეთელი ამობობდა ამაზე სწორედ,რომ შარბათში საწამლავს სვავო,ხოდა ეგრეც არის. მთლიანად გაპარტახებულია და სახეზე ეტყობა კიდეც ქვეყანას.
2022, 3 მაისი, 17:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

ადრეც მაქვს აქ დაწერილი და კიდევ გავიმეორებ,მეცხრამეტე საუკუნის 60-70 წლებში,ბრიტანეთს ყავდა პრემიერ მინისტრი კონსერვატორი დიზრაელი,რომლის დროსაც ბრიტანეთს ორ ერად გაყოფა ემუქრებოდა და ეს ამბები ისტორიაში შევიდა "ორი ერის კონსერვატიზმის" სახელით. ორ ერში მდიდრები და ღარიბები იგულისხმება,მდიდრები უფრო მდიდრდებოდნენ,ღარიბები უფრო ღარიბდებოდნენ. სერიოზული არეოლობის საფრთხე იყო და ამ დიზრაელმა გადაწყვიტა,რომ შეღავათები დაეწესებინა ღარიბებისთვის და გაეჩერებინა არეულობა. შენი აზრით,ხალხი ადრდება ამ კაცს? არა ჩემო კარგო,დაწესა იმიტომ,რომ საფრთხე არ შექმნოდა მართველ კლასს. 2 წელი მსოფლიო ებრძოდა პანდემიას და ჯერაც არ დასრულებულა ეს ყველაფერი,ხოლო უამრავმა ქვეყანამ ეკონომიკური კრიზისი გამოიარა და გადის,მათ შორის დიდმა სახემწიფოებმა,ხოლო ამ პერიოდში იწყებს რუსეთი ომს,რაც არაინარ კანონზომიერებაში არ ჯდება. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს არავინ იწყებს ომებს,ეს არის ფაქტი და ეს მაინც მოხდა. ჩემი აზრით,ეს არის კორონა აფიორის გაპრავების და გადაგორების მცდელობა,რაშიც რუსეთი და დასავლეთის ქვეყნები ერთად არიან. მახსოვს,რას და როგორ წერდი კორონაზე,ხოლო ეხლა მხოლოდ რუსებზე და ომზე არის შენი სტატიები. შენს მსგავსად არის უმრავლესობა,აქცენტი გადატანილია ომზე და კორონას არავინ ახსენებს. ხოლო ეხლა ჩვენ გვეუბნებიან,რომ უკრაინა იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის,რაც 2 წლის მანძილზე ყველა სახელმწიფომ დაარღვია და ადამიანეი ცხოველებივით გამოკეტეს,გააღარიბეს და გააპატრტახეს ეკონომიკა. ადამიანს სპორტულ ღონიესძიებაზე არ უშვებენ,თუ აცრილი არ არის და ამას ეძახიან თავისუფლებას? ადამიანთა ორ ჯგუფად დაყოფა არის თავისფლება?
ბორის ჯონსონი და ბრიტანეთი ეხლა ყველა ანგელოზებს ეძახის,მაგრამ პირველი ხელშემწყობია რუსული იმპერიალიზმის. 2003 წელს,რუსმა ოლიგარქმა და პუტინის ძმაკაცმა იყიდა საფეხბურთო კლუბი და შეუდგა რუსების სახელის გაწმენდას. ბევრი მოუწოდებდა მაშინ ბრიტანეთის მთავრობას,რომ არ დაედასტურებინა ეს გარიგება,მაგრამ ფულს დახარბდნენ და იწყება რუსების კაი ტიპებად წარმოჩენა.2008 წელს,ჩაუტარეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი და მთავრი ლობისტი ამის აბრამოვიჩი იყო,2014 წელს ოლიმპიადა მიართვეს და 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი. ამ უკანასკნელზე გეტყვით,რომ 2006 წელს,როცა გერმანიაში ჩატარდა ეს ღონისძიება,გერმანიის ეკონომიკამ ძალიან მაგარი ზრდა განიცადა და ცნობადობა გაიზარდა დადებითისკენ. თარიღები ტყუილად არ დამისახელებია,უამრავი გენოციდის მომწოყობი იყო და მაინც ეს გაუკეთეს,ხოლო წელს,ლიგის ფინალი პეტერბურგში უნდა ჩატარებულიყო. იმ ბომბების ფული,რაც ჯერ ჩვენთან და მერე უკრაინაში იყრება,ევროპელების მიცემულია. ეხლა ცხელი ცრემლების ყრა არაფრის მომცემია და უკრაინელ ხალხს ვერ დაეხმარება. რანარიად შეიძლება ოლიპიადად ატარებდე იმ ქვეყანაში,რომელმაც გაეროს წესდება და ადამიანის ძირითადი უფლებები დაარღვია,შეიჭრა რა დამოუკიდებელ და გაეროს წევრ სახელმწიფოში,მოახდინა მისი ნაწილების ოკუპაცია და ეს ოკუპაცია დადასტურეს საერთაშორისო აქტორებმა. 2014 წელს მოახდინა ყირიმის ანექსია,ხოლო 4 წელში მსოფლიო ჩემპიონატი ჩაუტარეს და ჩაეხუტენ რუსებს,პუტინს,ესეც რანარიად არის შესაძლებელი? ფეხებზე კიდია მსოფლიოს უკრაინაც და საქართველოც,გაჩერდება რუსეთი რაღაც მომენტში და ისევ ჩაეხუტებიან,ეს არის ცხადი ამბავი. ჯერ უამრავი საიდუმლო შეთანხმებები აქვთ რუსეთთან სსრკ დაშლის მომენტში დადებული და გავლებული აქვთ წითელი ხაზები. გავა დრო და ისე გამოვა,რომ რუსეთს ამ შეთანხმებებით ექნება უფლება დაიკავოს უკრაინა,ხოლო დასავლეთის იმიტაცია,თითქოს რაიმეს აკეთებს იქნება ილუზია მხოლოდ,რათა შეინარჩუნონ სახე და თავისივე ხალხმა არ ჩაქოლონ.
იმის მიუხედავად,რომ არ მაქვს კარგი წარმოდგენა რუსეთზე და რუსებზე,საშიშ რაღაცას ვხედავ ამ ყველაფერში. რა შუაშია დოესტოევსკი მიმდინარე მოვლენებთან ან რატომ აძლევთ დიდ მნიშვნელობას მის "ნააზრევს". შენი აზრით,დანაშაულის და სასჯელის გმირის მსგავსად რუსი სამხედრო იერარქები განიცდიან ყოველწუთიერ ტანჯვას დანაშაულის ჩადენის გამო? მთელ ამ ნაწარმოებს და მის გმირს ტანჯვის ხაზი გასდევს თითქმის მთელი ნაწარმოები და არ ვფიქრობ,რომ პესკოვები და პუტინები მსგვავს დანაშაულს განიცდიდნენ. უამრავჯერ გაფაქტეს რუსეთი ომის დანაშაულის და არაადამიანური მოპყრობაზე,ერების გენოციდზე,მაგრამ არავის არ დაუსჯიათ და არც დასჯიან,რადგან მსოფლიო პოლიტიკა არის ასეთი. ბევრჯერ მითქვამს,რომ ეს არის დიდი იმპერიის დარი მოქმედება და რუსეთი იქცევა ისე,როგორც ყველა დიდი იმპერია. არაფერი არ არის აქ გასაკვირი და ალოგიკური,რუსეთს სჭირდება მსგავსი ამბები,რათა თავისი ელექტორატი მსოფლიოს მაშტაბით გაახალისოს და დაარწმუნოს მის სიდიადეში. ისიც საკითხავია თან,რომელი უფრო დიდი დანაშაულია,სჩადიოდე მკვლელობებს და გენოციდს აყობდე,თუ შეგეძლოს ამის შეჩერება ან პრევენცია? მე მეორე ვარიანტს ავირჩევდი და ეს უფრო დიდი დანაშაულია. რუსეთი იმპერიაა და მას სურს უფრო მეტი,აქ არაფერია ისეთი რასაც ვერ გათვლი,მაგრამ ხელს უწყობდე ამ იმპერიას და მისი სახელის განდიდებისთვის იბრძოდე,ეს არის უდიდესი დანაშუალი.
0 1 5