x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
"DHL-ით ყურძენი გავგზავნე კრემლში.... " - რას იხსენებს ირაკლი ოქრუაშვილი

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე 2006 წელს მომხდარ ერთ ისტორიას იხსენებს და ამჯერად, ღვინის ნაცვლად კრემლში სანიტარულ-ტექნიკური მოწყობილობის გაგზავნას გეგმავს:


"2006 წელს რუსებმა ღვინის ემბარგო რომ შემოიღეს ჩვენთვის, კახეთიდან DHL-ით ყურძენი გავგზავნე კრემლში, იქნებ შეჭამონ და გონება გაეხსნათ მეთქი. ისევ ვაპირებ გაგზავნას, მაგრამ ამჯერად უნიტაზის.


ეგ ხანიგებს თორემ მაღალი რანგის ოფიცრობას კარგი გემოვნება აქვს, 3 000 ბოთლი ღვინო წაიღეს 2008 ში ჩემი სახლიდან.


მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკა ვიქნებოდით, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებით ნორვეგიას და ლუქსემბურგსაც გადავუსწრებდით საქართველოდან შურის, ბოღმის, უმადურების და უტრაკობის ექსპორტზე გატანა რომ შეიძლებოდეს" - წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.





0
373
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
373