x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ტესტი: გამოიცანით დეტალები, რამდენად კარგად გახსოვთ საყვარელი ფილმები?
ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა.

კინოხელოვნება (ბერძნულად kineo – „ვმოძრაობ") არის ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.




image


კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.




კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.






თუმცაღა, კინოს გადასაღები ტექნიკის განვითარებისა და კინემატოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად გაიზარდა რეჟისორული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი. (რეჟისორი- ფილმის დამდგმელი, რომელიც ხელმძღვანელობს მისი შექმნის მთელ შემოქმედებითსა და საწარმოო მუშაობას. ფილმის იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრის განსახორციელებლად რეჟისორი მუშაობს მსახიობებთან, დამდგმელ ოპერატორთან, მხატვართან, კომპოზიტორთან, აღწერს ფილმის დრამატულ, რითმულსა და სახვით გადაწყვეტის ერთიანობას).




წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა თუ სცენარმა. ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი რომანტიკულ ფილმებს უყურებს, სადაც წყვილის სიყვარულთან ერთად მათი ვნება და ლტოლვაა ასახული.




ყველა თქვენგანს გაქვთ თუნდაც ერთი საყვარელი ფილმი, რომელთა განმეორებით ხილვა პერიოდულად გინდებათ, რაც იწვევს ნოსტალგიას და თბილ განწყობას. თუმცა, საინტერესოა, რამდენად კარგად აკვირდებით დეტალებს ნანახ ფილმებში? დღევანდელი ტესტი მოგცემთ იმის საშუალებას, რომ შეამოწმოთ თქვენი მეხსიერება ნანახ ფილმებზე.



რამდენად კარგად გახსოვთ საყვარელი ფილმები?



1. ჰარი პოტერი. image





2. მარტო სახლში. image





3. ტიტანიკი.image





4. კარიბის ზღვის მეკობრეები. image





5. ავატარი.image





6. სასტუმრო "გრანდ ბუდაპეშტი". image





7. ლა-ლა-ლენდი. image





8.ჯოკერი. image





9. ეშმაკი ატარებს პრადას. image





10. რეალური სიყვარული.image





11. ბინდი - "საგა" ნაწილი 1. image





12. სიამაყე და ცრურწმენა.image





13. ლამაზმანი. image





14. სტიუარტ ლიტლი. image





15. ფორესტ გამპი. image





16. ბრიჯიტ ჯონსონის დღიური. image







პასუხები:



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






იხილეთ აგრეთვე:



რამდენად კარგად გახსოვთ დეტალები საყვარელი ფილმებიდან? გამოიცანითimage





0
292
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0