x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
რუსებმა ომის დაწყებისთანავე შავ ზღვაში საგანგებოდ გაწვრთნილი დელფინები გაუშვეს
image

რუსმა სამხედროებმა საზღვაო შტაბის უსაფრთხოებისთვის, მაღალკვალიფიციური "ჯაშუში დელფინები" გაუშვეს შავ ზღვაზე.



აშშ-ს საზღვაო ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებული თანამგზავრიდან გადაღებული სურათებიდან ჩანს, რომ უკრაინაში შეჭრის წინ ყირიმში სევასტოპოლის ნავსადგურთან დელფინების სადგომები გადაიტანეს.


დელფინებს რუსი სამხედროები იყენებენ „კონტრ დაივინგის“ ოპერაციებისთვის.


image


ყირიმის სახელმწიფო აკვარიუმში მზაკვრულად გაწვრთნილ ძუძუმწოვრებს შეუძლიათ მყვინთავებისგან თავის დაღწევა, ბომბების ტარება და ნაღმების დადებაც კი.

image

image

რუსეთმა დელფინების რაზმი 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ ჩაიგდო ხელში. მოსკოვი ამტკიცებდა, რომ ძუძუმწოვრები "გადავიდნენ" რუსეთის მხარეზე.



საბჭოთა კავშირმა სამხედრო დელფინების მომზადება სევასტოპოლში თითქმის ორმოცდაათი წლის წინ დაიწყო.

image


ნავსადგურში მდებარეობს რუსეთის შავი ზღვის ფლოტი - და მრავალი ძვირფასი ხომალდი, მათ შორის მოსკოვის ფლაგმანი მის ჩაძირვამდე.



უკრაინულ რაკეტებს არ აქვთ იმხელა სიშორე, რომ მიაღწიონ სევასტოპოლში განლაგებულ სამიზნეებს, მაგრამ კიევს შეუძლია წყალქვეშა დივერსანტების გაგზავნა ბაზაში შესაჭრელად.


ფოტოებიდან ჩანს, რომ რუსეთმა დელფინები სევასტოპოლის შესასვლელთან გადაიყვანა თებერვლის ბოლოს, 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.


image

აშშ-ს საზღვაო ძალების სან დიეგოს საზღვაო ძუძუმწოვრების პროგრამა დაარსდა 1959 წელს მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ აფალინებს(დელფინის ნაირსახეობა) შეეძლოთ შეტყობინებების მიწოდება და საზღვაო საფრთხეების იდენტიფიცირება.

image

მაგრამ სამხედრო დელფინების შენარჩუნება ყოველთვის ადვილი არ არის. 2013 წელს რუსი სამხედრო დელფინების ორი მესამედი აღარ იყო შავ ზღვაში, როგორც ჩანს "თვითნებური შვებულება " აიღეს სიყვარულის ძიებაში.



0
338
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0