x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ლავროვის ნათქვამმა, რომ ჰიტლერი ებრაელი იყო, სკანდალი გამოიწვია
imageრუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იტალიურ მედიას სკანდალური ინტერვიუ მისცა.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ინტერვიუ მისცა იტალიურ მედიას, სადაც გააკრიტიკა ვლადიმერ ზელენსკის არგუმენტები უკრაინაში არსებულ ვითარებაზე.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ებრაულ წარმომავლობაზე კომენტირებისას საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის განცხადებამ ხმამაღალი საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია.

კერძოდ, 1-ელ მაისს ლავროვმა ინტერვიუ მისცა იტალიურ ტელეკომპანია Mediaset-ს, ინტერვიუს ტექსტი ასევე დაიდო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.



სერგეი ლავროვმა წამოჭრა საკითხი ნეონაცისტების შესახებ, რომლებიც იბრძვიან რუსეთის ფედერაციის მიერ აკრძალულ "აზოვის" და "აიდარის" ბატალიონებში.


ლავროვის თქმით, ბატალიონის მებრძოლები ტანსაცმელსა და სხეულზე ატარებენ ნაცისტებთან ასოცირებულ სიმბოლოებს და ტატუებს. ისინი ღიად ავრცელებენ ჰიტლერის წიგნს Mein Kampf და საკუთარ სხეულზე სვასტიკა აქვთ ამოტვიფრული.


ლავროვმა ასევე გააკრიტიკა ზელენსკი, რომელიც ირწმუნება, რომ მათთან, უკრინაში ვერ იქნება ნაციფიკაცია, რადგან თავად ის ებრაელია.


ამასთანავე საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა თანამოსაუბრის ყურადღება ჰიტლერის შესაძლო ებრაულ წარმომავლობაზეც გაამახვილა.


„შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა. ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან", - განაცხადა ლავროვმა.


ლავროვის განცხადებებს ისრაელი უკვე გამოეხმაურა. რუსეთის ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში "ახსნა-განმარტებისთვის" დაიბარეს.


ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა ლავროვის განცხადებებს "უპატიებელი და აღმაშფოთებელი" უწოდა. მათ ასევე მის განცხადებას უწოდეს "საშინელი ისტორიული შეცდომა".


„ებრაელები თავს არ იკლავდნენ ჰოლოკოსტის დროს. თავად ებრაელების დადანაშაულება ანტისემიტიზმში არის ყველაზე მდაბალი რასიზმის გამოვლინება ებრაელების მიმართ“, - განაცხადა ისრაელის მინისტრმა ლაპიდმა.


ლავროვი დაგმეს სხვა ებრაელმა პოლიტიკოსებმა, ასევე ცილისწამების საწინააღმდეგო ლიგამ და მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ.


0
415
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
415
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0