x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134484
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
"როცა ბავშვის ძიძას უყვარხარ, ასეთი ფოტოები გამოდის" - ალექსანდრა პაიჭაძე
image

"07:00 a.m. მზის პირველ სხივებს შევეგებეთ….. ხო, როცა ბავშვის ძიძას უყვარხარ, ასეთი ფოტოები გამოდის, მადლობა ნინო, მეც ძალიან მიყვარხარ. ახალი ჰეშთეგი მაქვს: #ძიძაფოტოგრაფი … ლოკაციაზე ოდნავ მოგვიანებით დავწერ, ჩემ აღფრთოვანებას " - წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრა პაიჭაძე.

imageimage

როგორც ირკვევა ცნობილმა მოდელმა და ტელწამყვანმა პატარა ვიქტორიასთვის, რომელიც გასული წლის ნოემბერში შეეძინა ბიზნესმენ დავით კოდუასგან ძიძა აიყვანა, რომელსაც ალექსანდრამ უფროსი და უწოდა:




"მთავარია კარგი ადამიანი იყოს მეთქი, მარტო ეს ჩავიფიქრე, როცა ძიძაზე ფიქრი დავიწყე, დანარჩენს ერთად ვსწავლობთ;) ჩემ გარშემო ყველა ბედნიერი უნდა იყოს!!! ასე გადავწყვიტე და ამართლებს… ნინოც მეთანხმება. მგონია, სახლში უფროსი და შემომივიდა, უამრავი სირთულის მიუხედავად კეთილი საყვარელი და სუფთა გულის რომ არის ისეთი!"-წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრა პაიჭაძე და ძიძასთან გადაღებულ რამდენიმე ფოტოს აქვეყნებს:

image

image

image

image

გასულ თვეში ალექსანდრა პაიჭაძემ გადაღებისთვის ქერა იმიჯი მოირგო.


"მიყვარხაართ! დანარჩენს სთორებში ავტვირთავ.. როცა გავიღვიძებ"-ასე მიმართა მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ გამომწერებს "ინსტაგრამზე", სადაც გადაღებისთვის ქერა პარიკი მოირგო.

image



ბევრ თაყვანისმცემელს მოეწონა მისი ახალი იმიჯი და აღნიშნეს, რომ ძალზე უხდება ქერა თმები, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ძველი შავგვრემანი ალექსანდრა შეუდარებელია.



მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე დაიბადა 1991 წლის 12 ოქტომბერს, მისი სიმაღლე 179 სმ-ია, წონა _???სხეულის პარამეტრები:86X61X90


ალექსანდრა პაიჭაძეს მას ბავშვობიდანვე ჰქონდა მოდელობის სურვილი და 15 წლის ასაკში სოფო ჭყონიას სამოდელო სააგენტო "ამსაში" მივიდა, სადაც კეიტ მოსს მიამსგავსეს.




სწავლობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საზოგადოებასთან
ურთიერთობის, მარკეტინგის და მენეჯმენტის განხრით, ხოლო ბოლო კურსზე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა და დაამთავრა კიდეც. საკუთარი პროფესიით არასოდეს უმუშავია. თუმცა, ნებისმიერი სხვა ექსპერიმენტებისთვის მზად არის.

image



2009 წელს მოდელი „მის სტუდენტური სახე“ გახდა. 21 წლის ასაკში კი კაზინო "აჭარაში" ივენთების ორგანიზატორი და საღამოების წამყვანი იყო.
ალექსანდრა 20 წლის ასაკში გათხოვდა, მისი ქმარი ფეხბურთელი გიორგი ხატიაშვილი იყო, ვისთანაც ეყოლა ვაჟი დემეტრე, 5 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

image


მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე 2021 წლის 4 ნოემბერს მეორე შვილის დედა გახდა. გოგონას, რომელიც ბიზნესმენ დავით კოდუასგან ეყოლა ვიქტორია დაარქვეს.

0
1899
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1899
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0