x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
“რასაც მე ვუყურე და შევესწარი…...” - რა ფოტოს აქვეყნებს მაკა რაზმაძე

image


ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ფეხითმოსიარულეთა მიმართ ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მძღოლის არაადამიანურ დამოკიდებულებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და გუშინ, ძლიერი წვიმის დროს თავსგადამხდარი ერთი უსიამოვნო შემთხვევის შესახებ წერს:


"მარჯანიშვილზე იყო დღეს ნიაღვარი და გარეთ ვიყავი ამ დროს ფეხით. რასაც მე ვუყურე და შევესწარი, რა ვიცი საერთოდ კიდევ კარგად ვართ სადაც ვართ. ქუჩა იყო მთლიანად დატბორილი მუხლამდე და ქვეითები ვცდილობდით მეორე მხარეს გადასვლას. ხელებს ვუქნევდით მანქანებს, ვთხოვდით გატარებას. და აბა თუ გამოიცნობთ რამდენმა მანქანამ შეაჩერა სვლა და გაგვატარა იმ თავსხმა წვიმაში? – არც ერთმა! უფრო მეტიც, სვლა შეანელეს კი არა, მთელი ძალით მიშხუილებდნენ და გვასხამდნენ იმ წვიმის წყალს მქროლავი საბურავებიდან.


კიდევ კარგი, რომ ქვეითები უფრო ხალისიანები აღმოვჩნდით და გაზაფხულის წვიმა თავისი ტბორებით და დებილი მძღოლებით სიცილით მივიღეთ. პირადად მე ბოლოს ავდექი და პირდაპირ ამ მუხლამდე წყალში ჩავხტი და გავტყაპუნდი სახლისკენ-არც ქოლგა, არც ბოტები, არც ნავი.


ახლა კი ვარ კარგ ხასიათზე და ენერგიაც მომცა წვიმის წყალმა, თითქოს ჩარეცხა ყველა წყენა და სიმძიმე, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ, ასეთო მძღოლებო, წვიმაში მდგარ ქვეითს რომ წვიმის წყალს შეასხამთ ხოლმე საბურავებიდან…


და მერე კიდევ სხვას წაუკითხავთ ნოტაციებს როგორი უნდა იყოს ადამიანი და რა მიმართულებით იაროს ქვეყანამ" - წერს ტელეწამყვანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე და გუშინდელი წვიმის შედეგად დატბორილი მარჯანიშვილის ქუჩის ფოტოს აზიარებს.


image


ცნობისთვის, თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე რაიონში პრობლემები შეიქმნა. კერძოდ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გზის სავალი ნაწილი წყლით დაიფარა და მანქანებს გადაადგილება გაუჭირდათ. დაიტბორა გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაც. ძლიერმა წვიმამ რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობის პარალიზებაც კი გამოიწვია.



0
687
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
687