x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"თავში ხელის ჩარტყმა, ხელების გადაგრეხა, ჩოგნით ცემა"- რა დეტალებზე ალაპარაკდა ნეკა დოროყაშვილი?

image

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლესთან ინტერვიუს "ტვ პირველთან", როგორც ყოველთვის დიდი აჟიოტაჟი და გამოხმაურება მოჰყვა.


ნეკა დოროყაშვილი კვლავ იხსენებს სასამართლო პროცესამდე მისი განვლილი ცხოვრების დეტალებს ყოფილ მეუღლესთან თანაცხოვრების დროს და სააშკარაოზე გამოაქვს.


მისი მტკიცებით, კოლოლოზ ბასილაშვილი მას პირველად "ქორწილის დღეს შეეხო".

image

"ძალადობა ძალიან მალე დაიწყო, პირველად ქორწილის დღეს შემეხო - ეს იყო ჯვრის წერის შემდეგ. ხდება ასეც, როცა ხვდებოდე სხვა ადამიანს და ქორწილის დღეს აღმოაჩინო, რომ სხვა ადამიანს გაყევი ცოლად..."- უთხრა "შაბათის ეთერს" დოროყაშვილმა. ამერიკის ინცინდენტთან დაკავშირებით (ჩოგნით ცემა) არსებობს ვიდეო-მასალა. კონკრეტული კადრები, სადაც ძალადობის ეპიზოდი ჩანს, თუმცა ვარჩევდი, რომ მოსამართლემ მოუსმინოს ჩემს სიტყვას. მე ამ კადრებს არ ვასაჯაროებ, არ მინდა მართლმსაჯულება განვახორციელო სასამარტლოს კარს მიღმა."- ამბობს იგი


მისი თქმით, სიმართლეს შეესაბამება საქმის მასალებში მოყვანილი ფაქტები - თავში ხელის ჩარტყმა, ხელების გადაგრეხა, საჭმლის თავზე გადაყრა, თმების მოქაჩვა, დაზიანებები სხეულზე.


ნეკა დოროყაშვილი მისი ყოფილი მეუღლის ოჯახსაც ადანაშაულებს გარკვეულ ზეწოლაში.


"ფსიქოლოგიური და მორალური ტანჯვის ქვეშ ვიყავი, ყველაზე რთულია სულიერი ტკივილი... ჩემი ყოფილი ქმარი და დედამთილი გიჟს მეძახდნენ. ამის დაძახება დედამთილმა დაიწყო - სხვა ადამიანების ისტორიებს მიყვებოდა, რომ ქალის ფსიქიკა ლაბილურია და ძალიან დიდი შანსია, მაღალია ალბათობა, რომ ქალი მშობიარობის შემდეგ გაგიჟდეს. თითქოს მაგუებდა ოჯახი, ეომ საღი, ჯანსაჟი ადამიანი მართლა შეიძლება გაგიჟდეს. ნიკეს ეუბნებოდა, რომ გიჟი ვიყავი... მარწუხებში ვიყავი, ფაქტობრივად ციხეში. ეს იყო 2013 წლიდან 2019 წლამდე. მას მუდმივი კონკურენცია ჰქონდა ცემთან, არ მოსწონდა, როცა კარგად გამოვიყურებოდი, მეუბნებოდა, რომ ბიჭებიც და გოგონებიც გიყურებენ შენ და არ მინდა რომ დამჩრდილოო".- ამბობს ნეკა დოროყაშვილი


0
137
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0