x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მოგეჩვენათ! -ფოტოები, რომლებსაც ორჯერ უნდა შეხედოთ
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.




image




ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.



ტვინი, კარგად ვიცით, რომ ნერვული სისტემის ცენტრალური ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების რეგულაციისა და უმაღლესი ნერვული მოქმედების განხორციელების ყველაზე სრულყოფილ ფორმებს. ტვინის ძირითადი სტრუქტურულ-ფუნქციური ერთეულია ნეირონი. ტვინი შეიცავს ტვინის ღეროს, ნათხემსა და დიდ ტვინს, რომელიც გამოყოფილია 2 ჰემისფეროდ და დაკავშირებულია ტვინის ღეროსთან შუამდებარე ტვინით. მოზრდილი ადამიანის თავის ტვინის მასა საშუალოდ 1400 გრამია.




ადამიანის ტვინი იმდენი სახის ინფორმაციას გადაამუშავებს, რომ თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ "კომპიუტერსაც კი არ დაესიზმრება" და ამ ყოველივეს წარმოუდგენელი სისწრაფით აკეთებს. უბრალოდ "თუ არ გაატოკებ, ვერ იმუშავებს"...



დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ ფოტოებს, რომლებიც თქვენგან გონების დაძაბვას მოითხოვენ, რათა სწორად გაერკვეთ თუ რა ხდება მათზე.



მოგეჩვენათ! -ფოტოები, რომლებსაც ორჯერ უნდა შეხედოთ



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




0
974
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
974
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0