x
მეტი
  • 03.10.2022
  • სტატია:122715
  • ვიდეო:355138
  • სურათი:494991
"პირველად ხელით ჯვრისწერის საღამოს შემეხო..." - დოროყაშვილი ახალ დეტალებს ყვება
image


"ტვ პირველთან" ჩაწერილ ინტერვიუში ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა:


"ჩვენ ერთმანეთი დაახლოებით 20 წლის ასაკში გავიცანით, ჩვეულებრივი რიგითი მოყვარული სპორტსმენი იყო, მახსოვს ჯუნიორებში თამაშობდა, დამწყები ჩოგბურთელები სადაც გამოდიან. უნდოდა პროფესიონალურ ჩოგბურთში ჩართვა, ერთად ძალიან მძიმე პერიოდები გავიარეთ, იყო მომენტები, როდესაც ნიკოლოზს ტურნირზე წასასვლელი ფულიც კი არ ჰქონდა, მახსოვს პიანინოში ვუგროვებდი თანხას, ხდებოდა ისეც, რომ ვყოფილვართ ტურნირზე და სასტუმროში დასარჩენი თანხა არ ჰქონია, მაშინ არ იცოდნენ ჩემმა მშობლებმა, ღამე მანქანაშიც გაგვითენებია, ხელს მუდმივად ვუწყობდი, იმიტომ რომ მე ფაქტობრივად მისი წარმატებისთვის თავი გადავდე.


პირველად ხელით ქორწილის დღეს, ჯვრისწერის საღამოს შემეხო. სამწუხაროდ, ცხოვრებაში შეიძლება ხდებოდეს ისე, რომ ხვდებოდე საერთოდ სხვა ადამიანს და ქორწინების დღეს აღმოაჩინო, რომ ცოლად საერთოდ სხვა ადამიანს გავყევი. რა თქმა უნდა, პირველ ძალადობაზე ქალი არ ფიქრობ, რომ სახლში გაიქცე, თან იმ ასაკში, რა ასაკშიც მე ვიყავი. ეს ძალიან რთული ეტაპია, რასაც ძალადობის მსხვერპლი ქალი გადის, სულ გჯერა, რომ მას შეცვლი, ყოველი ბოდიშის შემდეგ გაჯერებს, რომ ასე აღარ იქნება, ის ამას აღარ იზამს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მითია.



ძალიან უცნაური იყო, მითვალთვალებდნენ სულ... საქორწინო მოგზაურობაშიც არ ვყოფილვართ, პირველად ტურნირზე წავედით, ჩართო ჩემი ყოფილი ქმრის დედამ ლეპტოპი და ნიკოლოზმა აღარ გამორთო, ჩვეულებრივი სასტუმროს პატარა ოთახი იყო, სადაც "სკაიპით" მუდმივადაა კამერა ჩართული, რაც ნიკას არ აწუხებდა, ფიქრობდა, დედაჩემია და უნდა გვიყოროსო, დედამისი კი ამბობდა, არ ვიძინებ, უნდა ვისმინოო, უყურადღებოდ ვერ დაგტოვებთო" - განაცხადა დოროყაშვილმა.


3
430
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გიორგი ღვინიაშვილი17
გიორგი ღვინიაშვილი17
430
  
1 მაისი, 12:53
სიცილით მოკვდები კაცი, როგორ "დაქოქეს" ეს გოგო. შემეხოო, მაშ არა და მართლა ვირტუალურ კავშირს დაამარებდა ქმარი ცოლთან. :)
ვაიფაი კარგი იყო-ჩაგეთვალა.
საინტერესო რაა, ეს ქალი ამბობს 6 წლის მანძილზე ძალადობდა ჩემზეო, მაზოხისტი იყო? ვინ უშლიდა განქორწინებას?
როგორც კი გაუჩნდა ფული ეგრევე გახდა მოძალადე/
ან ეს თუ წესიერი ქალია ქმარს რაზე იწერდა?
1 მაისი, 12:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

მალადეც ბაია,კარგად დაგიმუშავებიათ. ქორწილის ღამეს ხელით შემეხოო :) აბა,ვაიფაი კავშირით ჯერ არ ხდება ეგ ამბები
0 1 3