x
მეტი
  • 02.10.2022
  • სტატია:122712
  • ვიდეო:355138
  • სურათი:494970
"მესმოდა როგორ გეგმავდნენ "ოცნების" დამხობას" - რა ინფორმაციას ავრცელებს არჩილ გამზარდია

image


ანალიტიკოსი და ჟურნალისტი არჩილ გამზარდია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელისუფლების გადატრიალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში იუმორნარევი პოსტით ეხმაურება და წერს:


"ჩემთან, აგარაკზე – კობახიძის დამხობას რომ გეგმავდნენ. თან კარტოფილს თესავდნენ. მაგრამ ხაზარაზემ აურია, ცხენით გატკეპნა.


გიორგი გახარია ორმოებს აკეთებდა ჩემთან სოფელში, მამუკა ხაზარაძე კარტოფილს აწყობდა, ხოლო ნიკა მელია მიწას აყრიდა კარტოფილს, თან მესმოდა როგორ გეგმავდნენ "ქართული ოცნების" დამხობას, გიგა ბოკერიამ ყავა მოგვიდუღა. ასე იგეგმებოდა ხელისუფლების დამხობა."- წერს გამზარდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე და ყოველივე ზემოაღნიშნულის დასტურად შესაბამისს "ფოტომტკიცებულებასაც" აზიარებს.

image


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ, ბაკურიანში ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების წარმომადგენელთა შეკრება გაიმართა, რომელსაც ირაკლი კობახიძემ "მოღალატეობრივი" უწოდა:


"ეს იყო რეალურად შულავერის კომიტეტის მოღალატეობრივი შეკრება, რომლის მიზანი იყო ლეგიტიმური ხელისუფლების გადატრიალება და აქედან გამომდინარე თავის მართლება მათი მხრიდან არის საფუძველს მოკლებული. წარმოადგინონ კონკრეტული არგუმენტები, რატომ შეიკრიბნენ ერთად პარტიები ე.წ. ენჯეოები და ე.წ ტელევიზიები. ვერავითარი არგუმენტი ამ კუთხით ვერ იქნება წარმოდგენილი, რატომ შეიძლება ასეთ თემებზე ერთად მსჯელობდნენ ეს სუბიექტები, ეს არის ერთი შეხედვით გაუგებარი, თუმცა ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგები", - განაცხადა კობახიძემ.





0
375
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
375