x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
29 წლის ასაკში ლეგენდად ქცეული უკრაინელი მფრინავ-გამანადგურებელი "კიევის მოჩვენება" დაღუპულია
image

უკრაინის გენერალურმა შტაბმა დაადასტურა ლეგენდად ქცეული უკრაინელი მფრინავ-გამანადგურებლის ("კიევის მოჩვენება"), 29 წლის მაიორ სტეპან ტარაბალკას დაღუპვის ფაქტი, რომელსაც აქამდე გასაგები მიზეზების გამო აქამდე არ ახმოვანებდნენ.


29 წლის მფრინავ-გამანადგურებელმა გამანადგურებელი თვითმფრინავით "МиГ-29", ომის დაწყების პირველივე დღეებში საჰაერო ბრძოლებში ჩამოაგდო რუსი აგრესორების ექვსი "Су-27", ერთი "МиГ-29", ორი "Су-35" და ორი მოიერიშე "Су-25". ომის შემდგომ პერიოდში ლეგენდად ქცეულმა ასმა ორ ათეულზე მეტი აგრესორების სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო თავისი გამანადგურებლით.


სტეპანი დაიღუპა უთანასწორო საჰაერო ბრძოლაში რუს ოკუპანტებთან, ფრენისთვის დაბადებული "ცაში გაფრინდა" და დატოვა რეალური ლეგენდა 29 წლის ასზე რომელმაც ყველაზე მთავარი-საკუთარი სიცოცხლე დადო სამშობლოს დასაცავად.



მფრინავს დარჩა მეუღლე ელენე და 8 წლის ბიჭი იარიკი.


მომავალი მფინავი დასავლეთ უკრაინის ერთ პატარა სოფელში დაიბადა უბრალო ოჯახში, მისი დედის თქმით პატარა სტეპანს შეეძლო საათობით ეყურებინა ცისთვის რათა გადაფრენილი სამხედრო თვითმფრინავი ენახა და ოცნებობდა გამხდარიყო სამხედრო მფრინავი.


მან აიხდინა ოცნება, დაამთავრა უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ხარკოვის ივანე კოჟედუბის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი და გახდა მფრინავ-გამანადგურებელი.


imageimage
იცხოვრა ღირსეულად, იომა ღირსეულად და დაიღუპა გმირის სიკვდილით.
მაიორ სტეპან ტარაბალკას სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა.
დიდება გმირებს-გამარჯვება უკრაინას.


0
162
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
162