x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ამ უდრტვინველი ხალხის მოცქერალი ხვდები, რომ მათ ძალიან ჩამოვრჩით" - გიორგი კალანდია
image


საქართველოს ხელოვნების სასახლის და კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია რამდენიმე დღეა უზბეკეთში იმყოფება და გამომწერებს სოციალური ქსელით ამ ქვეყნის ყოფა-ცხოვრებას აცნობს.ამჯერად კალანდია ქალაქ სამარყანდის ფოტოებს აქვეყნებს და წერს:


"ეს ევროპა არ გეგონოთ, ეს აზიაა, შუა აზია... ქალაქი სამარყანდი.. მწვანეში ჩაფლული დიდი ქუჩებით, ულამაზესი პარკებით, დაწკრიალებული მიწისქვეშა გადასასვლელებით, სუფთა საზოგადოებრივი საპირფარეშოებით, მოვლილი, შენახული და ბრწყინვალე ღირსშესანიშნაობად ქცეული კოლონიალური (რუსული) არქიტექტურით.. ეს ქალაქია სადაც ქუჩაში ნაგავს არავინ ყრის, არავის ესირცხვილება მუშაობა, ცოცხის ხელში დაჭერა, საკუთარი ქალაქის და ქვეყნის მოვლა, ისტორიულ ძეგლებზე ნამდვილი ზრუნვა... ამ უდრტვინველი ხალხის მოცქერალი ხვდები რომ მათ ძალიან ჩამოვრჩით, ეს ხალხი შრომაში იხარჯება, ჩვენ კი ეროვნულ ენერგიას ერთმანეთის ჭამაში, ლანძღვაში და დაბულინგებაში ვხარჯავთ.. უზბეკეთი დღეს ბევრ რამეში მისაბაძი ქვეყანა"-წერს კალანდია.


შეგახსენებთ, გიორგი კალანდიას უზბეკეთში ეთნოტურის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია თემურ ლენგის მიერ საქართველოდან წაღებული ბიბლიოთეკა, როგორც ვარაუდობენ, უნიკალური ქართული ბიბლიოთეკა უნდა გადარჩენილიყო, არა გამორიცხული, რომ მისი ნაწილი უზბეკეთის რომელიმე ბიბლიოთეკაში ინახებოდეს, ქართველი მეცნიერები უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ცდილობენ ამ საგანძურის მოძიებას.

0
191
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0