სხვა პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბრის ტერაქტის დღემდე გასაიდუმლოებული ვიდეო 2022, 29 აპრილი, 15:19 ![]() მედიის ცნობით, ვიდეო პირველად ქვეყნდება და მასზე აღბეჭდილია თვითმკვლელი-ტერორისტები, რომლებიც მონაწილეობდნენ შეტევაში. სატელევიზიო არხი იტყობინება, რომ ვიდეო ბრიტანეთის პოლიციას ხელში ჩაუვარდა ტრაგედიიდან 14 დღის შემდეგ, საუდის არაბეთის მოქალაქის, ომარ ალ-ბაიუმის ჩხრეკის შემდეგ.მთლიანად აუდიო და ვიდეო მასალა 20 საათიანია, ამის გარდა არის 14 ათას გვერდიანი დოკუმენტები. ვიდეოები ხელმისაწვდომი გახდა 11 სექტემბრის თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებისთვის, ბრიტანეთის სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ. კადრებში ჩანან ნავაფ ალ-ხაზმი და ხალიდ ალ-მიდარი, რომელიც 2000 წლის თებერვალში იმყოფებოდნენ სან-დიეგში, ბინაში. სწორედ ეს ის ხალხია, ვინც მოგვიანებით თვითმფრინავების გატაცების ორგანიზებას მოახდენს და თავდასხმებს მოაწყობს ნიუ - იორკში, პენტაგონში და პენსილვანიაში, რის შედეგადაც 3 000 -ზე მეტი ამერიკის მოქალაქე დაიღუპა. ![]() 858 4-ს მოსწონს
|