x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბრის ტერაქტის დღემდე გასაიდუმლოებული ვიდეო

image

CBS არხმა გამოაქვეყნა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულების საფუძელზე აქამდე გასაიდუმლოებული ვიდეო, რომელიც გადაღებულია ნიუ - იორკში, ტყუპ ცათამბჯენებზე თავდასხმის წინ, 2001 წლის 11 სექტემბერს.


მედიის ცნობით, ვიდეო პირველად ქვეყნდება და მასზე აღბეჭდილია თვითმკვლელი-ტერორისტები, რომლებიც მონაწილეობდნენ შეტევაში.


სატელევიზიო არხი იტყობინება, რომ ვიდეო ბრიტანეთის პოლიციას ხელში ჩაუვარდა ტრაგედიიდან 14 დღის შემდეგ, საუდის არაბეთის მოქალაქის, ომარ ალ-ბაიუმის ჩხრეკის შემდეგ.მთლიანად აუდიო და ვიდეო მასალა 20 საათიანია, ამის გარდა არის 14 ათას გვერდიანი დოკუმენტები.



ვიდეოები ხელმისაწვდომი გახდა 11 სექტემბრის თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებისთვის, ბრიტანეთის სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ.


კადრებში ჩანან ნავაფ ალ-ხაზმი და ხალიდ ალ-მიდარი, რომელიც 2000 წლის თებერვალში იმყოფებოდნენ სან-დიეგში, ბინაში. სწორედ ეს ის ხალხია, ვინც მოგვიანებით თვითმფრინავების გატაცების ორგანიზებას მოახდენს და თავდასხმებს მოაწყობს ნიუ - იორკში, პენტაგონში და პენსილვანიაში, რის შედეგადაც 3 000 -ზე მეტი ამერიკის მოქალაქე დაიღუპა.

image

ალ-ბაიუმი ეჭვმიტანილი იყო ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებაში, მაგრამ მოგვიანებით იგი გაათავისუფლეს. CBS News– ი შეეცადა მას დაკავშირებოდა საუდის არაბეთის საელჩოს მეშვეობით, მაგრამ მხოლოდ ასეთი პასუხი მიიღო:”ნებისმიერი განცხადება, რომ საუდის არაბეთი მონაწილეობდა 11 სექტემბერის ტერაქტში, კატეგორიულად მცდარია.” არხმა ასევე გაუგზავნა თხოვნა FBI- ს, ალ-ბაიუმთან გამოძიების განახლების შესაძლებლობის შესახებ, ახალი მტკიცებულებების მიღებასთან დაკავშირებით, თუმც დეპარტამენტმა უარი თქვა კომენტარებზე.

0
870
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
870
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0