x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„მიშა, დრამებს თავი დაანებე, ამის აღარავის სჯერა, ასე ხალხის განწყობებს ვერ შეცვლი“ - ხვიჩია
image


ოპოზიციონერი დეპუტატი, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა "უაზრო დრამებს" თავი უნდა დაანებოს.
.
როგორც ჟურნალისტებს ხვიჩიამ განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის გაუარესების მეთოდით თუ იბრძვის, მაშინ უარი უნდა თქვას ციხეში ყოველგვარ სამედიცინო შემოწმებაზე, ასევე საკვების მიღებაზე და მართლა ავად გახდეს.
.
„ეს ფაქტი უნდა იყოს ისეთი, რასაც „ქართული ოცნება“ ვერ უარყოფს. ამის შემდეგ შეგვიძლია ამაზე სერიოზული ლაპარაკი. უკვე იმდენჯერ გავიგონეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ავად, სადღაც გადაიყვანეს, შეუწუხდა გული და იმდენჯერ დაიწერა დასკვნა, რომ ამის უკვე არავის აღარ სჯერა და ეს იცის „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის ანალიზებს ყურადღებით აკვირდება. აქედან გამომდინარე, ინფორმაცია სულ აქვს, რითაც შეუძლია, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სერიოზულად იმოძრაოს. თუ გვინდა, „ქართულ ოცნებას“ ეს თავდაჯერებულობა წავართვათ, მეტად უნდა გაირისკოს, მათ შორის უარი უნდა ეთქვას სამედიცინო მომსახურებაზე. ამ შემთხვევაში, „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება, მართლა იფიქროს, რომ სააკაშვილი ცუდად არის. ვიდრე სისტემამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ანალიზების პასუხები იცის, დრამებით ადამიანების განწყობას ვერ შეცვლის
.
ჩემი აზრით, ამ მეთოდით, ის საქმე, რაც პარტიას არ გამოუვიდა, მეეჭვება, რომ ოჯახს გამოუვიდეს.


ოჯახი იქნება, პარტია თუ თავად მიხეილ სააკაშვილი, მან უნდა გადადგას ახალი ნაბიჯი, რომელიც აქამდე არ გადადგმულა ამ მიზნით და არა ის ნაბიჯები, რომლებიც აქამდე ბევრჯერ გადაიდგა და შედეგი არ მოჰყოლია. ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი ყველაზე მეტად არის „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა და მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელება იმის, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადავიყვანოთ საზღვარგარეთ სამკურნალოდ“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

.


„გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება დღევანდელი მოცემულობით, წარმოუდგენელია. მისივე თქმით, სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაა.


„სააკაშვილის გარეთ გამოსვლა დღევანდელი მოცემულობით წარმოუდგენლად ჩანს. ოჯახმა კი არა, ვინც გინდა იმან მოითხოვოს, ითხოვენ ისეთ რამეს, რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები თავიანთ ამომრჩეველს ვერ აუხსნიან.


საჭიროა ისეთი რამის მოთხოვნა, რომლის ახსნაც იქნება შესაძლებელი და რომლის არშესრულებაც იქნება უსამართლო. მე როგორც ყოფილი ადვოკატი ამ რჩევას რაციონალურად გავცემ, არა ემოციურად და „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკით - თუ მართლა გვინდა სააკაშვილი იყოს გარეთ, ამის ყველაზე მოკლე გზაა „ნაცმოძრაობის“ დაშლა. ეს აწყობს ყველას - „ნაცმოძრაობას“, მის ლიდერებს, მიხეილ სააკაშვილს, ქართველ ხალხს, ყველას „ქართული ოცნების“ გარდა, რადგან მან უნდა მოუფიქროს ახალი თამაში და ვერ გააგრძელებს ზიზღსა და დაპირისპირებაზე აგებულ კამპანიას. „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა რა უნდა ქნან? - ახალი ცხოვრების დაწყება სცადონ. ახლა ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ დღეში არიან? - მათ ნებას განსაზღვრავს მიხეილ სააკაშვილის ნება, რომელიც პატიმარია და როცა პატიმარი მართავს დეპუტატებს, არ არის ჯანსაღი პროცესი და საქართველოს პარლამენტს ეტყობა, რომ არ ვართ ჯანსაღ პროცესში. რა თქმა უნდა, ეს მარტო „ნაცმოძრაობის“ დამსახურება არ არის, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორია, “ - განაცხადა ხვიჩიამ.


მიხელ სააკაშილის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ თუ ორშაბათამდე მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალო დაწესებულებაში არ გადაიყვანენ, პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.

0
166
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0