x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
5 პასუხი 5 მარტივ კითხვაზე, რომლის დასმაც ყოველთვის გერიდებოდათ

image


ინტერნეტის შექმნამ კიდევ უფრო მარტივი გახადა ნებისმიერ კითხვაზე პასუხის წამებში მიღება. ადამიანები როგორც წესი, ცნობილი სელებრითების ასაკისა თუ მათი დაბადების თარიღის გარდა, ასევე ყველაზე ხშირად ინფორმაციას სამეცნიერო ფაქტებისა და ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე ეძებენ, თუმცა მათ შორის არის ისეთი კითხვებიც რომელთა დასმაც ადამიანებში გარკვეულ უხერხულობის გრძნობას იწვევს. მაგალითად, იცით რატომ არის დუნდულები მრგვალი ფორმის? ან რატომ არსებობს ღარი ზედა ტუჩსა და ცხვირს შორის? ან ის თუ იცით, რატომ კბენს კოღო ზოგიერთ ადამიანს სხვებზე უფრო მეტად? როგორც გაირკვა ინტერნეტმომხმარებლის მხრიდან ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს შორის სწორედ ზემოაღნიშნული კითხვებიც აღმოჩნდა, რომლებიც უპასუხოდ "მსოფლიო-ქსელს" ნამდვილად არ დარჩენია!




1. რატომ აქვთ ადამიანებს სხვადასხვა ფერის თვალები?


image


ამ მდგომარეობას ჰეტეროქრომიას უწოდებენ


image


ეს ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენს. "ყველაზე ლამაზ დაავადებად" წოდებული თვალის ფერადი გარსის სხვადასხვა უბნების არაერთგვაროვანი შეფერილობა მხოლოდ 1000 ამერიკელიდან 11-ს თუ აღენიშნება.


image


მსგავსი ფენომენი შესაძლოა მელანინის ნაკლებობის ან პირიქით, მისი სიჭარბის შედეგად იყოს განპირობებული. მთელმა რიგმა ფაქტორებმა კი შეიძლება სრული ჰეტეროქრომიაც კი გამოიწვიოს. ეს მდგომარეობა როგორც წესი, ერთი თაობიდან მეორეს გადაეცემა.


image


მეცნიერთა აზრით, ამ დაავადების ყველაზე გავრცელებული მიზეზი გენეტიკური მრავალფეროვნების არარსებობაა. გენური მუტაციები, რომლებიც მელანინის სწორ განაწილებას განსაზღვრავენ, შეიძლება ქრომოსომული ერთგვაროვნების შედეგად დაზიანდნენ.





2. რატომ არის დუნდულები მრგვალი ფორმის?


image


ზოგიერთი ადამიანი მხოლოდ იმით არის შეპყრობილი რომ საკუთარ დუნდულებს მადისაღმძვრელი ფორმები რაც შეიძლება ხანგრძლივად შეუნარჩუნოს, მაგრამ ნუთუ არასდროს დაფიქრებულხართ რატომ არის დუნდულები მრგვალი ფორმის?



image


მრგვალი დუნდულები სწორედ ევოლუციის პროცესის შედეგია. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი წინაპრები მონადირეები იყვნენ, მათ საკვების მოსაპოვებლად ნადირობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში უწევდათ.


image


ასე რომ, კუნთების ფორმირება საკმაოდ ბუნებრივად მოხდა. მრგვალი ფორმა ასევე ხელს უწყობს სხეულის სწორი მდგომარეობის შენარჩუნებასაც.





3. რატომ არის ღარი ზედა ტუჩსა და ცხვირს შორის?


image


ამ ღარს - ფილტრუმი ეწოდება. ის ჯერ კიდევ დედის საშვილოსნოში სახის ფორმირების შედეგად ჩნდება. ამ დროს სახის სხვადასხვა ნაწილი ჯერ კიდევ ერთ მთლიანობას წარმოადგენს.


image

ზოგჯერ ზედა ტუჩის შერწყმა არ ხდება, რის შედეგადაც სასის ნაპრალი წარმოიქმნება.


image




4. რატომ ნაოჭდება თითები წყალში?


image


ხელების კანი დაფარულია სებუმით - ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტით, რომელიც ხელებს ტენიანობას უნარჩუნებს და მის გარე ფენას იცავს. დანაოჭებული თითები ვეგეტატიური ნერვული სისტემის რეაქციის შედეგია.


image


როდესაც თითები დიდი ხნის განმავლობაში წყალშია, მათი ზედაპირიდან ცხიმი ირეცხება


image


ზოგიერთის აზრით, ნაოჭების გაჩენა იმის შედეგია, რომ კანი წყლით იჟღინთება. მეცნიერების ნაწილის თქმით, ნაოჭები სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ხელების დანესტიანების შემთხვევაში თითის ანაბეჭდები შენარჩუნდეს.





5. რატომ კბენს კოღო ზოგიერთ ადამიანს სხვებზე უფრო მეტად?


image


ალბათ, არაერთხელ დაფიქრებულხართ რატომ ხდება ისე რომ ოთახში თქვენს გვერდით მყოფ მეგობარს თქვენგან განსხვავებით კოღო არასდროს კბენს? როგორც ჩანს, ეს მწერები თავიანთ "მსხვერპლს" რამდენიმე ფაქტორის მიხედვით არჩევენ. მათ არჩევანზე შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანის ასაკმა, ჩვევებმა, ჩაცმულობამ, სისხლის ჯგუფმა და იმან, თუ რას სვამს ის. კოღოებს უფრო მეტად ის ადამიანები იზიდავთ, ვისაც სისხლის პირველი ჯგუფი აქვს. ცნობილია, რომ კოღოები პოტენციურ "მსხვერპლად" აქტიურ ადამიანებს ირჩევენ, ვინაიდან მათ ოფლი და სითბო განსაკუთრებით მოსწონთ.


image


გარდა ამისა, ეს მწერები ირჩევენ მათ, ვინც როგორც წესი, მუქი ფერის სამოსს ატარებს, და ბოლოს, უფრო სავარაუდოა რომ კოღო საკუთარ სამიზნედ სწორედ იმ ადამიანს შეარჩევს, ვისაც ლუდის მირთმევა განსაკუთრებით უყვარს.




0
562
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
562