x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აგრესორმა რუსეთმა მაინც დაარტყა რამდენიმე რაკეტით კიევს, რაც იმას ნიშნავს რომ ცა კიევის თავზე არაა დაცული
image

ადრეც ვწერდი და ახლაც გავიმეორებ, უკრაინის ცის თუნდაც ნაწილობრივ დასახურად საკმარისი არაა ამერიკული გადასატანი საზენიტო, სარაკეტო კომპლექსები "სტინგერი", მართალია ეს კომპლექსი მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა, მაგრამ მას აქვს შეზღუდული მოქმედების რადიუსი, მისი მოქმედების ჭერი არაა მაღალი, შესაბამისად რუსულ მრავალფუნქციურ, საფრონტო გამანადგურებელ-ბომბდამშენებს თავისუფლად შეუძლიათ უკრაინის დედაქალაქში ჩამოყარონ ბომბები თუ ქალაქის სტრატეგიულ უბნებს ესროლონ მაღალი სიმაღლიდან მართვადი რაკეტები.


რუსმა აგრესორებმა სრულად მოიშიშვლეს სახე და თუ ადრე მსგავს რამეს ერიდებოდნენ, კიევში გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტისას რამდენიმე რაკეტა ესროლეს კიევს, მათ შორის კიევის ტელეცენტრს.


მესმის და გამეგება ურთულესია უკრაინამ საკუთარი, თუნდაც მოწოდებული ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით სრულად ჩაკეტოს უკრაინის სახელმწიფოს უზარმაზარი საჰაერო სივრცე რუსი აგრესორებისათვის, მაგრამ უპირველესად აუცილებელია დედაქალაქის და სტრატეგიული მიმართულებების დაცვა იმ საშუალებებით რაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაშია.



ჩვენ ქართველებსაც გვაქვს ამისი მწარე გამოცდილება 2008 წელს რუს აგრესორებთან ბრძოლაში, მაშინ ჩვენ რომ ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების საკმარისი რაოდენობაა გვქონოდა, ჩას სანახევროდ მაინც ჩავკეტავდით, რუსულ ავიაციას ბევრად დიდ ზიანს მივაყენებდით და სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებსაც სათანადოდ დავიცავდით.


უმადურობა ცუდი რამეა და არ მინდა ამერიკელები ან ევროპელები გავაკრიტიკო, მაგრამ როცა ამდენ ტანკსაწინააღმდეგო მართვად სარაკეტო კომპლექსებს, საარტილერიო საშუალებებს აწვდის კარგი იქნებოდა მიეწოდებინათ უკრაინისათვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსები.


სამწუხაროდ მიზეზთა გამო ისრაელი საერთოდ არ აწვდის შეიარაღებას უკრაინას, არა და ებრაული დრონი-კამიკაძეები ეფექტური იქნებოდა რუსული სამხედრო კოლონების წინააღმდეგ ბძოლის საქმეში, ასევე ებრაული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო, შორი რადიუსის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები საიმედოდ ჩაკეტავდა ცას თუნდაც კიევის თავზე.


საუბარი არა მაქვს ებრაულ "რკინის გუმბათზე", საუბარია თუნდაც "სპაიდერის" საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე მოდერნიზებული რაკეტებით.


უკრაინაში აშშ-ს და ევროპელი პარტნიორების მიერ უკვე მიწოდებული და მისაწოდებელი შეიარაღება, გთავაზობთ ვიდეოს სახით.


0
275
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
275