x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134423
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
"ბიბლია სახლებში უდევთ უქმად და ვიღაც წარმართ გურუს დასდევენ დარიგებებისთვის" - რას წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი თამაზ ლომიძე?

imageდეკანოზი თამაზ ლომიძე საქართველოში ინდოელ სადგჰურუს ჩამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმიანებადა წერს:


"ფოტოები ვრცელდება, გავსებულა თბილისის სპორტის სასახლე ვიღაც ინდოელი გურუს დარიგებების მოსასმენად მისული ხალხით. თან მაგ ხალხის უმრავლესობას რომ ჰკითხო, მონათლულები არიან და ქრისტიანები ჰქვიათ. დარწმუნებული ვარ, ბიბლიური სწავლების, ქრისტეს მოძღვრების და ქრისტიანული აზროვნების შესახებ რომ გამართულიყო მაგ სასახლეში შეხვედრა, მაგის მეათედიც არ მივიდოდა; სადა აქვთ წიგნის გადაშლის და ქრისტეს მოძღვრებაზე დაფიქრების თავი?! გურუ კი ძალიან აინტერესებთ; იქნებ რამე ეგზოტიკური, რაღაც უცხო და “მაგარი ფოკუსები” ასწავლოს და უცბად ეშველებათ. ბიბლია სახლებში უდევთ უქმად და ვიღაც წარმართ გურუს დასდევენ დარიგებებისთვის. არა, მე ეს არ მიკვირს. ეს სიმართლეს გვაჩვენებს იმის შესახებ თუ ვინ ვართ დღეს ქართველი ერი. რეალურად მორწმუნე ქრისტიანი ძალიან მცირეა ჩვენში. სადღაც 5% თუ იქნება მთელი მოსახლეობის, შეიძლება მაგდენიც არა. მეორეს მხრივ, ის უფრო დიდი სიყალბე და თავის მოტყუება იყო, როცა ლამის მთელი საქართველო ქრისტიანი გვეგონა და ამპარტავნულად თავს ვიწონებდით. ძალიან ცოტაა საქართველოში ქრისტიანი. ესეც ასე უნდა იყოს; არათუ ყველა, საბოლოოდ ძალიან ცოტა ადამიანი გადარჩებაო, ამბობს უფალი."- წერს ლომიძე.
image
სადჰგურუ (ნამდვილი სახელი ჯაგი ვასუდევი დაბ.1957წ.)არის თანამედროვე იოგი, მისტიკოსი და ჰუმანისტი. ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გურუა მსოფლიოში, რომელსაც მილიონობით მიმდევარი ჰყავს. მას იწვევენ და რჩევებს ეკითხებიან ისეთი ინსტიტუციები, როგორებიცაა გაერო, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, მსოფლიო ბანკი, Harvard, Oxford, MIT, Google, Facebook და ა.შ. სადჰგურუ არის New York Times-ის რამდენიმე ბესტსელერის ავტორი. მისი მიდგომა არ არის რამე რწმენასთან დაკავშირებული, არამედ მოდის მისი შინაგანი გამოცდილებიდან ცნობიერებაში. მისი ტრანსფორმაციული იოგა პროგრამებით მილიონობით ადამიანმა შეძლო ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. წლების განმავლობაში, სადჰგურუმ წამოიწყო რამდენიმე სოციალური და გარემოს დაცვითი პროექტი, რომლებსაც მხარს უჭერს ასობით მილიონი ადამიანი, მათ შორის Leonardo DiCaprio, Will Smith, Will I Am, Dalai Lama, Tony Robbins და მრავალი სხვა. მისი პროექტების ფარგლებში, საერთო ჯამში, დაირგო 62 მილიონი ხე.
image
ფოტოზე:სადგჰურუ და უილ სმიტი
0
434
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
434
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0