x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
"ვუსმენდი ახლა ერთ კარგ ექსპერტს და თურმე რა ხდება....."- რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ერთ სასიხარულო ინფორმაციას აზიარებს:


"რუსები ხარობდნენ გუშინ–დღეს, ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსული უკრაინული საფრენი აპარატები ჩვენმა პევეომ გაანადგურაო. რა თქმა უნდა, მეწყინა. ხოდა, ვუსმენდი ახლა ერთ კარგ ექსპერტს და თურმე რა ხდება: უკრაინელები გზავნიან რუსეთის ტერიტორიაზე უიაფეს დრონებს დიდი რაოდენობით და ეს რუსებიც თავისი უძვირესი რაკეტებით აგდებენ ამ დრონებს. ანუ ახარჯინებენ რაკეტებს, რომლებიც ისედაც შეზღუდული რაოდენობით აქვს უკვე რუსეთს აი, არ ვიცი რა ვთქვა. ვიგუდები სიცილით.


რუსეთს უკრაინელები და დასავლეთი მიჭირხვნიან, ვატყობ ბიძინა–ქოცებსაც დასავლეთი წაჭირხვნის აქედან და ჩვენ რავი, ბოლო მომენტში ფორმალურად მაინც გავტოკდეთ ერთი–ორი რომ ვითომ ძაან უსაქმურები და უმაქნისები არ ვართ. მთავარია ეგ ბოლო მომენტიც არ გამოგვეპაროს." - ვკითხულობთ ნინო ჯანგირაშვილის ფეისბუქპოსტში.





0
630
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
630